„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 117/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018535
117/ნ
05/07/2024
ვებგვერდი, 08/07/2024
430010000.22.022.018535
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №117/ნ

2024 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-40 მუხლს დაემატოს 52-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„52. 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 2024 წლის 15 ივლისამდე მიმართოს ცენტრს ანკეტაში ისეთი ცვლილების შეტანის მოთხოვნით, რომელიც შეეხება:

ა.ა) ამ დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში ანკეტის შევსებისას პროგრამაზე/პროგრამების გაერთიანებაზე ერთი საგნისათვის გამოცხადებული მისაღები ადგილების კვოტის სხვა საგნისათვის განსაზღვრას;

ა.ბ) პროგრამაზე/პროგრამების გაერთიანებაზე გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობის გაზრდას - იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთაც ამ დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით გაეზარდა სტუდენტთა ადგილების რაოდენობა;

ა.გ) პროგრამაზე დაშვების დამატებით მოთხოვნას (გარდა კონკურსის გავლისა) ან შენიშვნის სახით მისათითებელ ინფორმაციას;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ანკეტაში ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი, მომართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, მიმართავს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი ცვლილების დადასტურების მოთხოვნით;

გ) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ადასტურებს/არ ადასტურებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ცვლილებას. აღნიშნული ცვლილების დადასტურებისას სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის თავისუფალი ადგილების გაანგარიშებას უზრუნველყოფს  უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 2024 წლის 15 ივლისის მდგომარეობით ასახულ მონაცემებზე დაყრდნობით და აწვდის ინფორმაციას ცენტრს 2 სამუშაო დღის ვადაში;

დ) ცენტრი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი ცვლილების სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დადასტურებიდან, ხოლო ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში – ცენტრში განცხადების წარმოდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ასახავს შესაბამის ინფორმაციას სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგელა გელაძე