საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 30/04/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
223
07/04/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 30/04/1998
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №223

1998 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ბიუროს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 29 იანვრის №47 ბრძანებულების თანახმად, „საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №689 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და:

1. მეხუთე თავში დაემატოს 24.8 პუნქტი:

საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი.

2. მე-5 თავში დაემატოს 28-ა პუნქტი:

საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა: საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებიც მიზნად ისახავენ სოციალურად დაუცველი ფენების დახმარებას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას; საქველმოქმედო ორგანიზაციების ხელშეწყობა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში მონაწილეობა.

ე. შევარდნაძე