დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 ივნისის №87/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 174/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020050.18.011.016865 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 ივნისის №87/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 14/06/2017; ს/კ: 220020050.18.011.016244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 482 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის : ა) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (შემდგომში – პროვაიდერი) და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს. 2. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ პროვაიდერებზე და მათ ადმინისტრატორებზე. 3. თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ პროვაიდერმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, მათ შორის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში – ფინანსური მონიტორინგის სამსახური) და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან (AML/CFT) დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები, წერილობითი მითითებები ან/და არ შეასრულა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები. 4. პროვაიდერისთვის ან/და მისი ადმინისტრატორისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება ჯარიმის აღსრულების წესი. 5. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 6. პროვაიდერისთვის ან/და მისი ადმინისტრატორისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. 7. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 8. გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 9. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმება, პირს არ ათავისუფლებს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან. მუხლი 2. ფულადი ჯარიმის ოდენობა პროვაიდერის მიერ საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებისა და ზედამხედველობის ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების, ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის 1. პროვაიდერის მიერ საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის, საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების მარეგულირებელი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებისა და ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პროვაიდერი ჯარიმდება: ა) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-5, მე-7, მე-8 ან მე-11 პუნქტებით განსაზღვრული დებულებების დარღვევების შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ბ) პროვაიდერის მიერ მომხმარებლისაგან საგადახდო დავალების მიღების, გაუქმებასა ან/და შესრულებასთან დაკავშირებული (მათ შორის, შესრულების ვადებთან, გადარიცხული და ჩარიცხული თანხის ოდენობებთან დაკავშირებული) მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; გ) არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის თანხის მომხმარებლისათვის ანაზღაურებასთან დაკავშირებული „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-6 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ წარუდგენელ დოკუმენტზე; ე) პროვაიდერის ყოველთვიური ანგარიშგების დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) პროვაიდერის ყოველთვიური ანგარიშგების ცალკეული ფორმის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ზ) პროვაიდერის კვარტალური ანგარიშგების დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; თ) პროვაიდერის კვარტალური ანგარიშგების ცალკეული ფორმის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ი) პროვაიდერის ყოველთვიური ან კვარტალური ანგარიშგებებით (გარდა მომხმარებელთა ფულადი სახსრების შესახებ ანგარიშგებისა) არაზუსტი ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარდგენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თითოეულ არაზუსტ ფორმაზე; კ) მომხმარებელთა ფულადი სახსრების შესახებ პროვაიდერის ანგარიშგებით არაზუსტი ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ლ) პროვაიდერის ყოველთვიური, კვარტალური ან მომხმარებელთა ფულადი სახსრების შესახებ ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის წარდგენის ვადის გასვლიდან ერთი კალენდარული თვის განმავლობაში წარუდგენლობის შემთხვევაში – შესაბამისი ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის განსაზღვრული ფულადი ჯარიმის ოდენობის ორმაგი ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; მ) პროვაიდერის მიერ უცხო ქვეყნის ისეთ პროვაიდერთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, რომელიც არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ნ) პროვაიდერის მიერ მომხმარებლის საჩივრების მიღებასთან, შენახვასა ან/და განხილვასთან დაკავშირებული მოთხოვნების ან/და ვადების დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ო) მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგზე გატანის შესახებ ეროვნული ბანკისთვის დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; პ) პროვაიდერის მიერ აგენტების გამოყენებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ჟ) პროვაიდერის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე მომხმარებლის ფულადი სახსრების დადგენილი ოდენობით არარსებობის შემთხვევაში – ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე დადგენილი ოდენობით განსათავსებელ მომხმარებლის ფულად სახსრებსა და მასზე ფაქტობრივად განთავსებულ ფულად სახსრებს შორის სხვაობის 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 (სამასი) ლარის ოდენობისა, დარღვევის თითოეულ დღეზე; რ) პროვაიდერის მიერ ნაღდი ფულის ოდენობაზე დაწესებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ დღეზე; ს) მომხმარებლის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესით“ დადგენილი პროვაიდერის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ტ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესით“ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; უ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ განსაზღვრული პოლიტიკის/პროცედურის არარსებობის ან იმავე წესის მოთხოვნებთან შეუსაბამო პოლიტიკის/პროცედურის არსებობის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ პოლიტიკაზე/პროცედურაზე; ფ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-3 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრატორის და პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის შესაფერისობის კრიტერიუმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ქ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ღ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-8 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ყ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; შ) პროვაიდერთან ან/და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის, ასევე, შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოთხოვნილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით; ჩ) პროვაიდერთან ან/და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის, ასევე შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის, მოთხოვნილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ც) პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის ან/და შესრულებული საგადახდო ოპერაციების აღრიცხვის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნებისა) – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; ძ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის“ მე-4 ან/და მე-5 მუხლებით განსაზღვრული პირველადი ან/და მეორადი კაპიტალის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; წ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის“ მე-6 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ჭ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის“ მე-7 ან/და მე-8 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ხ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესით“ განსაზღვრული კვარტალური ანგარიშგების დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ჯ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესით“ განსაზღვრული წლიური ანგარიშგების დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ჰ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესით“ განსაზღვრული კვარტალური ან/და წლიური ანგარიშგებებით არაზუსტი ინფორმაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ არაზუსტ ფორმაზე; ჰ1) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის“ მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგებების წარდგენის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ჰ2) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომითი კატეგორიის შესაბამისად: ჰ2.ა) მეოთხე კატეგორიის საწარმო – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ჰ2.ბ) მესამე კატეგორიის საწარმო – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით; ჰ2.გ) მეორე კატეგორიის საწარმო – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ჰ2.დ) პირველი კატეგორიის საწარმო –10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ჰ3) ამ წესით გათვალისწინებული დარღვევების გარდა, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ზედამხედველობის ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 2. პროვაიდერის ადმინისტრატორის მიერ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონითა და პროვაიდერის საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე, თუ ადმინისტრატორი ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, რაც იწვევს პროვაიდერის მიერ კანონმდებლობის დარღვევას, ადმინისტრატორი ჯარიმდება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის 21 მუხლით განსაზღვრულ დარღვევებზე.“; ბ) 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობით, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი) მე-2 მუხლით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით განსაზღვრული სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისთვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენას და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში, არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით; ე1) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთან, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები