დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18-234 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 27/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016780 |
|
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ
|
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „მხარეები“)
ხელმძღვანელობენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილით ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში, იმის გაცნობიერებით, რომ ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა გააძლიერებს მეგობრულ კავშირებს და ურთიერთგაგებას ორ ქვეყანას შორის და გააძლიერებს ორი ქვეყნის ჯანმრთელობის გლობალურ და რეგიონულ სტატუსს, გამოთქვამენ სურვილს, მეტი ძალისხმევა მიმართონ საკუთარ ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემების და პოლიტიკის გაძლიერებისთვის მოწინავე აკადემიური და სამეცნიერო პრაქტიკის მეშვეობით, აცნობიერებენ რა, ეპიდემიების, ბუნებრივი კატასტროფების, კონფლიქტების, ჰუმანიტარული კრიზისების და ეროვნული/საერთაშორისო საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში რეგიონალურ და გლობალურ პასუხისმგებლობებს, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1 მიზანი თანასწორობის, ურთიერთგაგების და ორმხრივი სარგებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, მხარეები გააუმჯობესებენ და გააძლიერებენ თანამშრომლობას ჯანდაცვის სფეროში. მუხლი 2 თანამშრომლობის სფეროები
მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას, გაცვლიან გამოცდილებასა და ცოდნას ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით შემდეგ სფეროებში:
a) ურთიერთგამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება პირველადი ჯანდაცვისა და საოჯახო მედიცინის სისტემის განვითარების მიმართულებით; b) სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესების და გლობალური ჯანდაცვის საფრთხეების მართვის მიმართულებით.
a) თანამშრომლობის ხელშეწყობა ჰოსპიტლების მართვის სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პრაქტიკის მიმართულებით; b) გამოცდილების გაზიარება ჯანდაცვის ხარისხისა და აკრედიტაციის მექანიზმების დანერგვისა და კონტროლის მიმართულებით; c) სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთგამოცდილების გაზიარება ჯანდაცვის მომსახურების საჭიროებებზე დაფუძნებული დაგეგმვის, ორგანიზებისა და რეგულირების გაძლიერების მიმართულებით.
a) თანამშრომლობა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება ფარმაცევტული საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობების, სამედიცინო აღჭურვილობისა და კოსმეტიკური საშუალებების რეგისტრაციის მიმართულებით (მოიცავს მარეგულირებელ გარემოსაც); b) სტრატეგიული თანამშრომლობა სამედიცინო ინდუსტრიის სფეროში ინოვაციური პრაქტიკის, რეგულირების და ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის წესების მიმართულებით.
a) ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე თანამშრომლობა ეპიდემიების, ბუნებრივი კატასტროფების, კონფლიქტების, ჰუმანიტარული კრიზისების და ეროვნული/საერთაშორისო საგანგებო სიტუაციების დროს; b) კატასტროფების და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და მართვის ერთობლივი სასწავლო პროგრამების ორგინიზება.
a) თანამშრომლობა ჯანდაცვის და ფარმაცევტული საინფორმაციო სისტემების გაძლიერებისა და ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით; b) ციფრული ჯანდაცვის სფეროში, სახელმწიფოში, კარგი პრაქტიკის გამოყენება და განვითარება.
a) ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა; b) საჭიროების შემთხვევაში მემორანდუმების გაფორმება თანამშრომლობის სფეროებში, როგორც ეს მოცემულია ამ შეთანხმებაში; c) კონფერენციებსა და სამეცნიერო შეხვედრებში ექსპერტთა მონაწილეობის ხელშეწყობა; d) ჯანდაცვის სფეროში ექსპორტ-იმპორტის გასაუმჯობესებლად ფორუმების, გამოფენების, კონგრესების და ა.შ. ორგანიზება; e) ჯანდაცვის პერსონალისთვის უნარების განვითარების მოკლევადიანი ტრენინგის ორგანიზება, საექსპერტო და საკონსულტაციო სერვისების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა, ჯანდაცვის სფეროში ადამიანური შესაძლებლობების რესურსის გაზრდა; f) ჯანმრთელობის ერთობლივი კვირეულების ორგანიზება; g) სამედიცინო ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების შემუშავება; h) მკურნალობისა და კონსულტაციების პრაქტიკის განხორციელების ხელშეწყობა სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში.
სხვადასხვა საინვესტიციო მოდელებში, მათ შორის საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPP) ჯანდაცვის ინვესტიციების და სერვისების შესყიდვის შესაძლებლობებში გამოცდილების შესწავლა, განვითარება, განხორციელება და გაზიარება. მუხლი 3 თანამშრომლობის მეთოდები მხარეები ითანამშრომლებენ ამ შეთანხმების მეორე მუხლში განსაზღვრული მიმართულებებით შემდეგი მეთოდების გამოყენებით: a) ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება; b) დელეგაციების, ექსპერტებისა და ჯანდაცვის პერსონალის ორმხრივი ვიზიტები; c) ერთობლივი სამუშაო პროექტების შემუშავება; d) შეხვედრების ორგანიზება, როგორიცაა ჯანდაცვის ბიზნესფორუმები, გამოფენები, კონგრესები ერთობლივი პერსონალური დასწრებით ან ონლაინ რეჟიმში; e) შესაბამის ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა. მუხლი 4 ფინანსური საკითხები ამ შეთანხმების ფარგლებში, ორივე ქვეყნის ექსპერტებისა და სხვა პერსონალის ვიზიტებისთვის: a) გამგზავნი მხარე ფარავს მივლინებულთა ორმხრივი მგზავრობის ხარჯებს; b) მაპინძელი მხარე ფარავს მივლინებულთა კვების, სასტუმროსა და შიდა გადაადგილების ხარჯებს. ეს პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას; c) მხარეებს შეუძლიათ, ორივე მხარის თანხმობით, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიონ მეცნიერები, ტექნიკური ექსპერტები, სამთავრობო ინსტიტუტები მესამე ქვეყნების ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მუხლი 5 განმახორციელებელი უწყებები, ზედამხედველობა და მონიტორინგი
მუხლი 6 დავების გადაწყვეტა ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიქმნება მხარეებს შორის და დაკავშირებულია ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან განხორციელებასთან, უნდა გადაწყდეს მეგობრული გზით მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების მეშვეობით დიპლომატიური არხების გამოყენებით. მუხლი 7 ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და ცვლილებები
შესრულებულია ქ. სტამბოლში, 20.10.2023, წლის ორ დედნად ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, თითოეული თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები