ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2024
ძალაში შესვლის თარიღი 04/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016700
8
04/07/2024
ვებგვერდი, 05/07/2024
010250050.35.143.016700
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2024 წლის 4 ივლისი

ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, 010250050.35.143.016445) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება, დებულების დანართ №1-ს დაემატოს 18 2 მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 182. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

მუნიციპალიტეტის მერიას ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ დადგენილი ნორმებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობებია:

ა) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირისა და მათი თანამშრომლების ინფორმირება, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა;

ბ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდაორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი;

გ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა;

დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციის მიღება, დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობა ამავე სამსახურთან ურთიერთობაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნით ინფორმაციის და დოკუმენტების წარდგენა და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ე) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ვ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულება;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია/მოვალეობების შესრულება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 4 ივლისიდან.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი