დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1009 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.017495 |
|
„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებით (სსმ III, 05.10.2009, №120, მუხ. 1388) დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პასპორტის ყდის მინიმალური სტანდარტი: ა) ყდა უნდა წარმოადგენდეს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობის, მათი შემფუთავი კონვერტის (RFID შიდა ფენა) და 13 pts სისქის, 175-185 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით დაფარული, ლატექსით გაჟღენთილი ფურცლის ერთობლიობას; ბ) ყდის შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების მაღალი ხარისხის ლამინირებას; გ) ყდის ფერია მუქი შინდისფერი.“; ბ) მე-4 პუნქტის: ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საოპერაციო ტემპერატურა: გამართული მუშაობა –25-დან +850 C-მდე (მიკროსქემა უნდა ინარჩუნებდეს თავის ფუნქციებს 175–1850 C-ზე);“; ბ.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ელექტრონულ პასპორტებში გამოყენებული მიკროსქემის სერტიფიცირება – ISO 15408 CC EAL 4+ ან მეტი: ო.ა) -EAL 4+: BSI-CC-PP-0055-2009 (BAC); ო.ბ) -EAL 5+: BSI-CC-PP-0068-V2-2011 (PACE); ო.გ) -EAL 5+: BSI-CC-PP-0056-V2-2012 (EAC with PACE);“; ბ.გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) უნდა არსებობდეს თავსებადობა მიკროსქემას და ოპერაციულ სისტემა EAC-ის (გაფართოებული წვდომის კონტროლი) ფუნქციას შორის ბიომეტრიული მონაცემების – PACE, BAC, EAC, PACE+EAC დასაცავად;“; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ღია პლატფორმის მინიმალური მოთხოვნებია: ა) შესაბამისობა Java Card 2.1.11 Global Platform 2.1 ან Multos 4.2.1 ან უფრო მაღალის მოთხოვნებთან; ბ) მონაცემთა ჩაწერის დაშვება LDS (LogicaJ Data Structure) 1.7-ის შესაბამისად; გ) LDS-ის ფუნქციონალური თავსებადობა წამკითხველ მოწყობილობასთან; დ) LDS-ის შესაბამისობა ICAO-ს რეკომენდაციებთან; ე) EF-ის (Elementary Files – ელემენტარული ფაილები) დამოუკიდებლად არჩევის უნარი; ვ) EAC (Extended Access Control – გაფართოებული დაშვების კონტროლი); ზ) PA (Passive Authentication – პასიური ავთენტიფიკაცია); თ) AA (Active Authentication – აქტიური ავთენტიფიკაცია); ი) COS-ის სერტიფიცირება, რომელიც გამოიყენება ელექტრონულ პასპორტებში: ISO 15408 CC EAL 4 + დონე ან მაღალი; კ) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი); ლ) RSA (Rivest Shamir Adleman) ან ECC (Elliptic Curve Cryptosystem – ელიპტიკური მრუდის კრიპტოსისტემა); მ) მიკროსქემის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.“; დ) პასპორტის 48-ე გვერდისა და ყდის მეორე შიდა გვერდის გამოსახულება ჩამოყალიბდეს თანდართული სახით:
|
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე დამტკიცებული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმების გამოყენება შესაძლებელია მათი მარაგის ამოწურვამდე.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები