დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.143.016699 |
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტების, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ მე-5 მუხლის, საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი
|
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/სა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე).
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი). |
მუხლი 2.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები
|
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; ბ)თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 300 (ორი ათას სამასი) ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე: დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი ლარის ოდენობით; დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი ლარის ოდენობით; ე) ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1700 (ათას შვიდასი) ლარის ოდენობით; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 თებერვლის №3 დადგენილება (www. matsne.gov.ge, 06/02/2017, 210020010.35.143.016411).
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები