„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.117.016592
11
03/07/2024
ვებგვერდი, 05/07/2024
210070000.35.117.016592
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2024 წლის 3 ივლისი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 07/02/2018 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.117.016384) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:

ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;

ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;

გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;

დ) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.“;

ბ) დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს სახეობების მიხედვით:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში – 20 000 (ოცი ათასი) ლარით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში – 2 000 (ორი ათასი) ლარით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე:

დ.ა)  სამორინის თამაშობებზე −  კვარტალში 250 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარი;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე