,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 02/07/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2024
ძალაში შესვლის თარიღი 12/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016397
20
02/07/2024
ვებგვერდი, 04/07/2024
010340000.32.061.016397
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №20

2024 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  2019 წლის 30 აგვისტოს   №22  დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/09/2019წ. სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და  ეკონომიკის სამინისტროს დებულების“:  

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სტრუქტურული ქვედანაყოფები

სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

1. სამინისტროს აპარატი:

ა) საქმისწარმოების სამმართველო;

ბ) ინსპექტირების სამმართველო.

2. საბიუჯეტო დეპარტამენტი:

ა) კონსოლიდირებული ბიუჯეტის სამმართველო;

ბ) შემოსავლების მობილიზების სამმართველო.

3. ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი:

ა) ბიზნესის ხელშეწყობის სამმართველო;

გ) ეკონომიკური ანალიზისა და დარგობრივ საკითხთა  სამმართველო;

დ) სტატისტიკის სამმართველო.

4. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:

ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.

5. სახაზინო დეპარტამენტი.

6. საფინანსო დეპარტამენტი:

ა) საფინანსო სამმართველო;

ბ) შესყიდვების სამმართველო;

გ) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო.

7. შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“.

2. მე-9 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. სამინისტროს აპარატი“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამინისტროს აპარატის ძირითადი ამოცანებია:“;

გ) ,,ლ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ლ“ პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ „ნ“ და „ო“  პუნქტები:

,,მ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მათი მიწოდება;

ნ) პრესისა და მედიის მიმოხილვისა და ანალიზის მომზადება;

ო) სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება/განთავსება.“.

3. მე-11 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის  დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:“.

4. მე-16 მუხლს ,,ე“ პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის  ,,ვ“,  ,,ზ“  და  ,,თ“ პუნქტები:

,,ვ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენა;

ზ)შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული, სამინისტროს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;

„თ)სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 12 აგვისტოდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე