„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 02/07/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 430010000.32.061.016396
19
02/07/2024
ვებგვერდი, 04/07/2024
430010000.32.061.016396
„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №19

2024 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში („აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე“ №2, 10.02.2009, მუხლი 2) შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები (ნაშრომი), უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პოპულარიზაციას. ნაწარმოებში (ნაშრომში) შესაძლოა არ იყოს ნახსენები ტერმინი „აფხაზეთი“, თუმცა კვლევა თავისი არსით შეეხებოდეს აფხაზეთის თემატიკას, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტების/ექსპერტების მიერ წარმოდგენილი რეცენზიების სახით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ბოლო 3 (სამი) წლის (საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოების/ნაშრომის გამოქვეყნების წლის ჩათვლით) მანძილზე შექმნილი ნამუშევრით;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გიორგი შარვაშიძის პრემია გაიცემა არაუმეტეს ოთხისა, თითოეული 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრემია ენიჭება ლიტერატურის დარგში ბოლო 3 (სამი) წლის (საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოების/ნაშრომის გამოქვეყნების წლის ჩათვლით) მანძილზე წიგნად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართულ თარგმანს, ლიტერატურული კრიტიკისა და დოკუმენტური პროზის ნიმუშებს (არ განიხილება საბავშვო ლიტერატურა). ასევე, პრემია ენიჭება ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში შექმნილ ნაწარმოებს (ნაშრომს), რომელმაც მხატვრულ და სხვა ღირსებათა გამო აღიარება მოიპოვა, განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული და აფხაზური ლიტერატურის, ხელოვნების,  პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე