„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024607
213
03/07/2024
ვებგვერდი, 03/07/2024
470000000.10.003.024607
„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №213

2024 წლის 3 ივლისი

 ქ. თბილისი

 

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 470000000.10.003.024362) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №8 დანართის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა):

ა) მე-8 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 200.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ანტენატალური მეთვალყურეობა, მათ შორის:

7,406.0

1.1

სამედიცინო მომსახურება სიფილისზე ეჭვის შემთხვევაში

45.0

2

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

360.0

3

ორსულებში B და C ჰეპატიტების,

აივ-ინფექციის/შიდსისა და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით (B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით) უზრუნველყოფა

150.0

4

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიაზე, მუკოვისციდოზზე, გალაქტოზემიაზე, ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე

890.0

5

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

50.0

6

ახალშობილთა სმენის პირველადი სკრინინგის მიდევნების ელექტრონული სისტემის უზრუნველყოფა

100.0

7

ფარმაცევტული პროდუქტებით უზრუნველყოფა, მათ შორის:

244.0

7.1

სამკურნალო საშუალებების ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით)

81.0

სულ:

 

9,200.0

.“;

ბ) №8.4 დანართის (ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის კომპონენტი-ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინე-მიაზე, მუკოვისციდოზზე, გალაქტოზემიაზე, ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე, ღირებულება)  ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დასახელება

ღირებულება (ლარი)

1

ახალშობილთა მასობრივი სკრინინგი ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიაზე, თანდაყოლილ ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, გალაქტოზემიაზე, ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე (სკრინინგის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა სისხლის ნიმუშზე)

25.0

2

ახალშობილთა მეორადი დიაგნოსტიკა ჰიპერფენილალანინემიასა და ფენილკეტონურიაზე

32.0

3

ფენილკეტონურიის მონიტორინგი – 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

85.0

4

ფენილკეტონურიის მონიტორიგი – 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

65.0

5

ფენილკეტონურიის მონიტორიგი – 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

42.0

6

ფენილკეტონურიის მონიტორინგი – 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

38.0

7

თანდაყოლილ ჰიპოთირეოზზე – მეორადი დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და მკურნალობა 0-დან 1 წლამდე ბავშვებისათვის

240.0

.“.

2. №14 დანართის (ორგანოთა ტრანსპლანტაცია (ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაცია)) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 478.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის: მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია; ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები; ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა

5,040.0

2

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

1,438.0

 

სულ

6,478.0

.“.

3. №15 დანართის (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 49 522.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა

17,140.0

2

პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა

150.0

3

ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება

29,488.0

4

თირკმლის ტრანსპლანტაცია

700.0

5

ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა

50.0

6

ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1,929.0

7

სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

65.0

 

სულ:

49,522.0

  .“.       

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე