სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 6 24 00001591
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 10/06/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 6 24 00001591
10/06/2024
ვებგვერდი, 04/07/2024
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სსიპ  – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

 №REG 6 24 00001591

2024 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და  სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე”  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის  №385 დადგენილების (დანართი №1), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების  სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ პუნქტის შესაბამისად, შესაბამისად, :

1. გაიცეს შპს „კლინიკა ბომონდზე (ს/კ 412729720; ფაქტიური  მისამართი: ქ. ქუთაისი, ზვიად გამსახურდიას I შესახვევი №15) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი – „არასპეციალიზებული დახმარება“;

2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64);

5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „კლინიკა ბომონდის” (ს/კ412729720) დირექტორის, მამუკა მიქაძის განცხადებები: №434798, 17.04.2024 წ; №466107, 25.04.2024 წ.

ადგილზე შემოწმების აქტი: Nლნ-1033-93, 05.06.2024 წ.

ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: №17, 10.06.2024 წ.

სააგენტოს დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                 ლეილა ქოჩიაშვილი