სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 5 24 00001734
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 24/06/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 5 24 00001734
24/06/2024
ვებგვერდი, 04/07/2024
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

ბრძანება №REG 5 24 00001734

2024 წლის 24 ივნისი 

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, :

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 13 მარტის №02-55/ო ბრძანება, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „ნაციონალური სისხლის ბანკზე" (ს/ნ 415592488; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩა №44) გაცემული „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №000009).

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64);

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „ნაციონალური სისხლის ბანკის“ დირექტორის, ნინო რევიას განცხადება: №466746, 25.04.2024 წელი.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                         პაპუნა ცაავა