დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 9 სექტემბრის №197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4260 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 02/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130060000.43.048.016025 |
4260
02/07/2024
ვებგვერდი, 02/07/2024
130060000.43.048.016025
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 9 სექტემბრის №197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
|
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 9 სექტემბრის №197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 9 სექტემბრის №197 ბრძანებით (ვებგვერდი, 10/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130060000.43.048.016013) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 15 1 1. მოსამსახურეზე შეიძლება განპიროვნებული იყოს მხოლოდ ერთი ერთეული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი. 2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს სამსახურის ბალანზე რიცხულ ან მოსამსახურის პირად საკუთრებაში არსებულ ერთ ერთეულ იარაღს. 3. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება ხდება სამსახურის უფროსის ბრძანებით. 4. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება იარაღისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების შესახებ ეცნობება საქართველოს შინაგან სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 15 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები