დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-615 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.22.023.016867 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 360050000.22.023.016605, 28/11/2019) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) სერვისების განვითარების სამსახური.“. 2. დებულების მე-12 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ფუნქციებია: ა) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის სამმართველო: ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სისტემის მართვა და მართვაში მონაწილეობა; ა.ბ) ბიომრავალფეროვნების დაცვის, მონიტორინგის, აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა, შესაბამისი კონსულტაციების გაწევა და კოორდინაცია; ა.გ) დაცულ ტერიტორიაზე სხვადასხვა კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია; ა.დ) საველე კვლევა-მონიტორინგის ანგარიშების კოორდინაცია; ა.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის გეგმების და ანგარიშების განხილვა, მათი შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; ა.ვ) ბიომრავალფეროვნების კონსერვაციული გეგმების სხვადასხვა კომპონენტების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, ანგარიშების მომზადება; ა.ზ) სამინისტროსა და სააგენტოს ინიციატივით სხვადასხვა კონსერვაციული გეგმებისა და სტრატეგიის მომზადებაში მონაწილეობა; ა.თ) სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული დაცული ტერიტორიებისთვის ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა; ა.ი) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების თემატური პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება; ა.კ) ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია, რომლებიც ჩართულები არიან ბიომრავალფეროვნების კვლევა-მონიტორინგსა და კონსერვაციულ ღონისძიებებში; ა.ლ) ბიომრავალფეროვნების კვლევა-მონიტორინგის ერთიანი სისტემის შემუშავებისა და ფუნქციონირების კოორდინაცია; ა.მ) კომპეტენციის ფარგლებში SMART პროგრამის ფუნქციონირების კოორდინაცია; ა.ნ) ფოტომახეებით კვლევების დაგეგმვა და კოორდინაცია, მიღებული მასალების დეტალური ანალიზი; ა.ო) დაცული ტერიტორიების ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნების საერთო მონაცემთა ბაზის შექმნის კოორდინაცია (მათ შორის, იშვიათი გადაშენების პირას მყოფი, მოწყვლადი, წითელი ნუსხის სახეობების შესახებ); ა.პ) ტერიტორიული ადმინისტრაციების შესაბამის თანამშრომლების და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის სამმართველოს თანამშრომლების, საველე კვლევა-მონიტორინგის საქმიანობაში ჩართვა და კოორდინაცია; ა.ჟ) სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან დაცული ტერიტორიების მართვაში: აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; ა.რ) რეინტროდუციის პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია; ა.ს) ტყის პათოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ტყის აღდგენის პროექტების დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და ანგარიშგებაში მონაწილეობა; ა.ტ) ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია, არსებული მონაცემების შეგროვება-ანალიზი; ა.უ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება; ა.ფ) დაცულ ტერიტორიებზე კვლევა-მონიტორინგის საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია; ა.ქ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ა.ღ) ინფორმაციის მომზადება დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის შესახებ; ა.ყ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია; ა.შ) სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ დაცული ტერიტორიების კატეგორიების, ბუნებრივი რესურსების მართვის და სარგებლობის მონიტორინგი; ა.ჩ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. ბ) ტყისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამმართველო: ბ.ა) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სისტემის მართვა და მართვაში მონაწილეობა; ბ.ბ) დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებულ ტყეებში, მისი დაცვა-შენარჩუნების მიზნით და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საჭირო სამეცნიერო კვლევებისა განხორციელება და მონიტორინგი; ბ.გ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის გეგმების და ანგარიშების განხილვა, მათი შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; ბ.დ) ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების ბუნებრივი რესურსების მართვაში ჩართულ თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინირება; ბ.ე) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებით განსაზღვრული ტყისა და სხვა ბუნებრივის რესურსების მართვასთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება/შესრულებაში მონაწილეობა და კორდინაცია. ბ.ზ) სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან დაცული ტერიტორიების მართვაში, ასევე ტყისა და ბუნებრივი რესურსების მდრად სარგებლობაში – აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; ბ.თ) ტყის ეკოსისტემების/ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის პროცესების კოორდინაცია; ბ.ი) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის ტრადიციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დამუშავების მონიტორინგი; ბ.კ) მერქნული და ტყის სხვა რესურსებით სარგებლობასთნ დაკავშირებით წინადადებების შემუშავება. ყოველწლიურად მოსაჭრელი მერქნული რესურსების განსაზღვრა, სისტემის მასშტაბით; ბ.ლ) ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია; ბ.მ) დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან/და გამოყოფაზე, დახურვაზე, გაუქმებაზე ან/და გახსნაზე მონიტორინგი და კოორდინაცია; ბ.ნ) „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისი №221 დადგენილების მე-60 მუხლის „11“ პუნქტით, ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობის და „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მაისის №235 დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული ობიექტების სარგებლობის გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება, კოორდინაცია/კონტროლი; ბ.ო) კანომდებლობით დადგენილი წესით მერქნული რესურსების დახარისხების კონტროლი და კოორდინაცია; ბ.პ) ტყის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ბ.ჟ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია; ბ.რ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება; ბ.ს) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ინფორმაციის მონიტორინგი; ბ.ტ) ტყის აღრიცხვისა და ტყის მართვის გეგმების შემუშავების კოორდინაცია; ბ.უ) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების თემატური პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება; ბ.ფ) ტყის რესურსების სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლებისა და ხანძრების პრევენციის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; ბ.ქ) საქმიანი ეზოების მოწყობის კოორდინაცია და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ.ღ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. გ) მდგრადი განვითარების სამმართველო: გ.ა) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სისტემის მართვაში მონაწილეობა; გ.ბ) ახალი დაცული ტერიტორიების დაგეგმვაში, დაარსებასა და კოორდინაციაში მონაწილება; გ.გ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია; გ.დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის გეგმების და ანგარიშების განხილვა, მათი შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; გ.ე) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების თემატური პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება; გ.ვ) დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია; გ.ზ) დაცული ტერიტორიების თემატიკით გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; გ.თ) დაცული ტერიტორიების თემატიკით ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და ანალიზი; გ.ი) სოციალური კითხვარის შედგენა, გამოკითხვა და ანალიზი; გ.კ) გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო/საინტერპრეტაციო მასალების, მათ შორის ეკოსაგანმანათლებლო ბილიკების დაფებისთვის, ბროშურებისა და სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალების მომზადების კოორდინაცია; გ.ლ) საგანმანათლებლო/საინტერპრეტაციო და ვიზიტორებთან კომუნიკაციაში ჩართული ტერიტორიული ერთეულების თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი კოორდინირება; გ.მ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების შემუშავებასა და გაფორმებაში მონაწილეობა; გ.ნ) დაცული ტერიტორიების სივრცითი მონაცემთა ბაზის წარმოება - მათ შორის დაცული ტერიტორიების საზღვრების, ზონირების ინფრასტრუქტურის, იჯარების მონაცემთა ბაზების წარმოება განახლება; გ.ო) სააგენტოს გეოსაინფორმაციო სისტემებით და კარტოგრაფიული მასალით უზრუნველყოფა; გ.პ) დაცული ტერიტორიების დემარკაციების და მარკირების კოორდინაცია; გ.ჟ) დაცული ტერიტორიების საზღვრების და ინფრასტრუქტურული ობიექტების რეგისტრაციის კოორდინაცია; გ.რ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია და საჭიროებების მიხედით შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა-განხორციელება; გ.ს) შესაბამის სამთავრობო უწყებებთან, აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; გ.ტ) სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან დაცული ტერიტორიების მართვაში: აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; გ.უ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება; გ.ფ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება; გ.ქ) ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებების სტატისტიკის წარმოება და ანალიზი.“; ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21-25 პუნქტებითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით გაცემისათვის შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება;“; გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. სერვისების განვითარების სამსახურის ფუნქციებია: ა) ეკოტურიზმის განვითარება და მისი მონიტორინგი დაცულ ტერიტორიებზე; ბ) სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების მომსახურების ტარიფების შემუშავება; გ) ტერიტორიული ერთეულების კულტურული რესურსების მართვასა და ეკოტურისტულ/ვიზიტორთა მომსახურებაში ჩართულ თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი კოორდინირება; დ) დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის არსებული მდგომარეობის შეფასება და დაცული ტერიტორიების თანამშრომელთათვის რეკომენდაციების შემუშავება; ე) სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ გამოფენებზე, ბაზრობებზე, სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში სააგენტოს მონაწილეობის ორგანიზება; ვ) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოტურისტული სერვისების განვითარება და არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის წარმოების, განახლებისა და მიწოდების პროცესის კონტროლი დაინტერესებული მხარეებისათვის; ზ) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მქონე ტრადიციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დამუშავების კოორდინაცია; თ) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21, 23, 24პუნქტებითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით გაცემისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება და გაცემის შემდეგ არსებული ან მოსაწყობი ინფრასტრუქტურის რენდერების და პროექტების განხილვა; ი) დაცული ტერიტორიების ტურისტული, მენეჯმენტის და სხვა თემატური გეგმების პროგრამების შეფასება, ანალიზი, მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება და შემდგომი კონტროლი; კ) დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული და რეკერეაციული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურთან ერთად არსებული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი; ლ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დაგეგმვისა და განვითარების სამსახურებთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისათვის საინფორმაციო დაფების, ბუკლეტების და სხვა ვიზუალური მასალების მომზადებაში მონაწილეობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება; ნ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“. 3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „131“ მუხლი: „მუხლი 131. პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი 1. პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის ფუნქციებია: ა) სააგენტოში პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს თავმჯდომარისათვის რეკომენდაციების წარდგენა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ; გ) სააგენტოს თანამშრომლებისათვის რეკომენდაციის მიცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე; დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობა, მისი მომართვების განხილვა და მათზე რეაგირება; ე) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.“. 4. დებულების მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი: „წ) გურიის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები