დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-614 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.22.023.016866 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 13/05/2013, 360050000.22.023.016137) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი: „წ) გურიის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.“. 2. დებულების მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს: ა) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალს; ბ) სათაფლიის აღკვეთილს; გ) პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლს; დ) თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლს; ე) ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლს; ვ) ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლს; ზ) ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლს; თ) იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლს; ი) საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლს; კ) წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლს; ლ) გაბზარული ტბის ბუნების ძეგლს; მ) საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლს; ნ) სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლს; ო) დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლს; პ) მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლს; ჟ) ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლს; რ) ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლს.“; ბ) 25-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე პუნქტი: „30. გურიის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს გურიის ეროვნულ პარკს.“. 3. დებულების მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი: „გ2) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში, ტერიტორიის დაცვის, ტერიტორიაზე მოქმედი კანონდებლობის დარღვევათა ამსახველი ფოტო/ვიდეომასალის გადაღების და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მიზნით ფოტოხაფანგების, უპილოტო საფრენი აპარატების და ავტომანქანებზე დამონტაჟებული ვიდეორეგისტრატორების გამოყენება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები