დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის დამტკიცების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1133 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 01/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.070.22.033.007.887 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.170.22.033.007.887
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1133
2005 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბაჟო კოდექსის 123-ე და 127-ე მუხლებით დადგენილი ნორმების შესრულების მიზნით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან მათ გაშვებამდე, ან არსებული საბაჟო რეჟიმის შესაბამისად პირის განკარგულებაში გადაცემამდე საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვისას (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) ნება დაერთოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებზე უფლებამოსილ პირს განახორციელოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის წარდგენა.
2. დამტკიცდეს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის ფორმა (დანართი №1).
3. საბაჟო დეპარტამენტმა (ზ. ანთელიძე), ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით, უზრუნველყოს ,,საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის“ ფორმების საჭირო რაოდენობით დამზადება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ს ა ბ ა ჟ ო დ ე პ ა რ ტ ა მ ე ნ ტ ი
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი №
| 1. საქონლის გამგზავნი, გამგზავნი ქვეყანა
| 3. გადამზიდველი | |||||
| 2. საქონლის მიმღები, დანიშნულების ქვეყანა
| 4. მონაცემები სატრანსპორტო საშუალებებზე
| |||||
| 5. სატრანსპორტო დოკუმენტების ნომრები | 6. საქონლის დასახელება | 7. ადგილების რაოდენობა | 8. ბრუტო წონა (კგ) | 9. მონაცემები საიდენტიფიკაციო საშუალებებზე
| ||
| 10. დამატებითი მონაცემები
| ||||||
| 11. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ვადა | 1 თვე | 3 თვე – საბაჟო დეპარატმენტის წერილის №, თარიღი | ||||
__________________________________________________________
(განმცხადებლის: საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი (მისი წარმომადგენლის) – სახელი, გვარი ან საბაჟო ბროკერის სრული საფირმო სახელწოდება)
__________________________________________________________
(მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი)
განაცხადში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| პასუხისმგებელი პირი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სახელი, გვარი | (ხელმოწერა) | (თარიღი), (თვე) (წელი) | ||||||||||
| 12. აყვანილია საბაჟო კონტროლზე პასუხისმგებელი პირი |
|
| საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის შევსების წესი 1. განაცხადი ივსება ქართულ ენაზე, მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, განმცხადებელი აგრძელებს მონაცემების შეტანას მეორე გვერდზე, ამასთან, განაცხადის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ. 2. განაცხადის ერთი ფორმით შეიძლება განცხადებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ერთი პარტია. 3. განაცხადი ივსება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი – საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოში; ბ) მეორე ეგზავნება საბაჟო დეპარტამენტს; გ) მესამე უბრუნდება განმცხადებელს. 4. განმცხადებლის მიერ მიეთითება: 1-ლ და მე-2 გრაფაში – საქონლის გამგზავნისა და მიმღების რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი; გამგზავნი და მიმღები ქვეყნის დასახელება; მე-3 გრაფაში – გადამზიდველის სრული სახელწოდება (თუ განმცხადებელს წარმოადგენს საბაჟო გადამზიდველი, გრაფის ქვედა ნაწილში ნაჩვენები უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბაჟო გადამზიდველის ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი.); მე-4 გრაფაში – სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი ან/და სატრანპორტო საშუალება გადაიზიდა საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები); მე-5 გრაფაში – სატრანსპორტო ზედდებულის, კონოსამენტი ან საქონლის თანხმლები სხვა დოკუმენტების ნომრები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საქონლის საერთაშორისო და\ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ მისი გადაზიდვა; მე-6 გრაფაში მიეთითება საქონლის დასახელება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით; მე-7 გრაფაში – განცხადებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში; მე-8 გრაფაში – საქონლის მთლიანი წონა შესაფუთი მასალის (ტარის), მათ შორის, შესაფუთი კონტეინერების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის დაცვას შენახვისა და ტრანსპორტირების დროს; მე-9 გრაფაში – მონაცემები პლომბის, ელექტრონული ლუქისა და ბეჭდის, ციფრობრივი, ასოებრივი ან სხვა მარკირების, საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და შტამპის, იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების შესახებ; მე-10 გრაფაში – შესაბამისი განაცხადის №, შიდა საბაჟო ტრანზიტის № და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების № და გაფორმების თარიღი. 5. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ ივსება: მე-11 გრაფაში – შენახვის ვადა ან 1 თვე აღინიშნება X სიმბოლოთი, ან 3 თვე აღინიშნება X სიმბოლოთი, მიეთითება საბაჟო დეპარატმენტის წერილის №, თარიღი; მე-12 გრაფაში – დაესმება დამღა „აყვანილია საბაჟო კონტროლზე“ და პირადნომრიანი ბეჭედი, ხოლო მე-13 გრაფაში საქონლისა და სატრანპორტო საშუალებების გაშვებისას ან, საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, პირის განკარგულებაში გადაცემისას დაესმება დამღა„მოხსნილია კონტროლიდან“ პირადნომრიანი ბეჭედი. |
| შენიშვნა: |
| 1. წინამდებარე ფორმა მოქმედებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, რომლითაც განმცხადებელს უფლება ეძლევა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან მათ გაშვებამდე, ან, არსებული საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, პირის განკარგულებაში გადაცემამდე საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვისას წინამდებარე განაცხადის წარდგენა. 2. განაცხადი საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შევსებული განაცხადი ინახება 6 წლის განმავლობაში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები