ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 169/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 140020000.18.011.016863
169/04
03/07/2024
ვებგვერდი, 04/07/2024
140020000.18.011.016863
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №169/04

2024 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის“ დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 52-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს  „ფასიანი  ქაღალდების  რეგისტრატორების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და  ინფორმაციის  წარდგენის  წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის №47/04 ბრძანება.
მუხლი 3
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა, ამ ბრძანებით დამტკიცებული რისკის ზედამხედველობის პირველი ანგარიშგების საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენა უზრუნველყონ 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე, არაუგვიანეს 2024 წლის 31 აგვისტოსი. 
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი

 


მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო

1. „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესს.

2. ანგარიშგების მიზანია, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორში (შემდგომში – რეგისტრატორი) არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ასევე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ადეკვატურობა და აღნიშნულის გათვალისწინებით, გატარდეს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.

3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი რეგისტრატორები ეროვნულ ბანკს წარუდგენენ ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;

გ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის, უცხოური კომპანიის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი/წარმომადგენლობა);

ე) რეგისტრირებული – შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში;

ვ) ემიტენტი – პირი, აგრეთვე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე წარმონაქმნი, რომლებიც უშვებენ ფასიან ქაღალდებს;

ზ) რეგისტრირებული პირი – აქციათა რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ემიტენტის გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს;

თ)  ოფშორული ზონა – ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები;

ი) ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა);

კ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და მისი მეუღლე;

ლ) პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ასოცირებული პირები – „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირები;

მ) აგენტი/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი – სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ,,ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება რეგისტრატორის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება რეგისტრატორის მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.

2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებს. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. რეგისტრატორის კლიენტი არის პირი (ემიტენტი და რეგისტრირებული პირი), რომელიც რეგისტრატორთან საქმიან ურთიერთობას ამყარებს ან დებს ერთჯერად გარიგებას მისი მომსახურებით სარგებლობის მიზნით. 

4. ოპერაციის მოცულობა მოიცავს ფასიანი ქაღალდების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღირებულებას, ხელშეკრულების რეგისტრატორისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში დეკლარირებულ, ხოლო სხვა შემთხვევაში ნომინალურ ღირებულებას.

5. ანგარიშგების ფორმებში არ აისახება ინფორმაცია პიროვნულ ანგარიშებზე ოპერაციების ბლოკირების შესახებ.

6. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-10 მუხლის 38-ე და 39-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. რეგისტრატორის კლიენტებს შორის ოპერაციების განხორციელებისას ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში.

8. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.

9. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის დონის შესაბამისად.

10. ანგარიშგებაში მინდობილი პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები აისახება მხოლოდ მარწმუნებლის (ანგარიშის მფლობელის) ოპერაციების ჭრილში.

11. თუ ანგარიშს განკარგავს ერთზე მეტი პირი (ერთობლივი ანგარიში), ანგარიშგებაში ინფორმაცია აისახება ორივე კლიენტის შესახებ, ხოლო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია იმ კლიენტის ოპერაციების მოცულობაში, რომელიც უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.

მუხლი 4. ანგარიშგების ფორმები

ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შესახებ (ფორმა №1);

ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2);

გ) ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №3);

დ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №4);

ე) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №5);

ვ) ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №6);

ზ) სტატისტიკური ინფორმაცია სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში  გაგზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა №7);

თ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №8);

ი) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №9).

მუხლის 5. ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შესახებ (ფორმა №1)

1.  ანგარიშგების ფორმა №1 მოიცავს რეგისტრატორის დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის, დირექტორ(ებ)ის და შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის და ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის შესახებ ინფორმაციას.

2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის, ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის, დირექტორ(ებ)ის და შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას, მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი (არარეზიდენტი პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი) და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო  კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა).

3.  ველში „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბოლო შემოწმების თარიღი“ აისახება ფულის გათეთრების კუთხით ადგილზე შემოწმების აქტის თარიღი.

4. ანგარიშგების ფორმა №1-ში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით.

მუხლი 6. ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)  

1. ანგარიშგების ფორმა №2 შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, ანგარიშგების ფორმა №2-ში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

2. ანგარიშგების ფორმა №2-ის შევსების მიზნით რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.

3. ანგარიშგების ფორმა №2-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია რეგისტრატორმა განახორციელა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად.

4. სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს რეგისტრატორთან საანგარიშო პერიოდისთვის საქმიან ურთიერთობაში მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების №2 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

5. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

6. ანგარიშგების ფორმა №2-ში, ველში „პირები, რომელთა მიმართ არ გატარდა პრევენციული ღონისძიებები“, აისახება ინფორმაცია იმ იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული კლიენტების შესახებ, რომელთა მიმართ პრევენციული ღონისძიებები სრულად არ განხორციელებულა და რომლებსაც მინიჭებული არ აქვთ რისკის შესაბამისი დონე (მხოლოდ იდენტიფიცირებული და ვერიფიცირებული კლიენტები).

მუხლი 7. ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №3)

1. ანგარიშგების ფორმა №3-ში აისახება ინფორმაცია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია რეგისტრატორის მიერ განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად. აღნიშნულ ფორმაში არ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ფიზიკურად გამოცხადნენ რეგისტრატორთან.

2. ანგარიშგების №3 ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით აღნიშნულ ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობის და ოპერაციების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.

3. ანგარიშგების №3 ფორმის შევსების მიზნით რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.

4. სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს რეგისტრატორთან საანგარიშო პერიოდისთვის საქმიან ურთიერთობაში მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების ფორმა №3 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

5. სვეტში „პირების რაოდენობა“  აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

მუხლი 8. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №4)

1. ანგარიშგების ფორმა №4-ში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

2. ანგარიშების ფორმა №4 მოიცავს ემიტენტების და რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

3. ანგარიშგების ფორმა №4-ში, ველში „სულ ფიზიკური პირები“ და „სულ იურიდიული პირები“ აისახება რეზიდენტობის მიხედვით იმ კლიენტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან რეგისტრატორთან, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ ოპერაცია საანგარიშო პერიოდში. ანგარიშგების №4 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა რეგისტრატორთან.

4. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების №4 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

მუხლი 9. ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №5)

1. ანგარიშგების ფორმა №5-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია განხორციელდა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.

2.  ანგარიშგების ფორმა №5-ში აისახება ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ (რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), რომელსაც დაეყრდნო რეგისტრატორი პირის იდენტიფიკაციისას, ასევე, ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემები.

3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაციები. ანგარიშგების №5 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს  საქმიანი ურთიერთობა რეგისტრატორთან.

მუხლი 10. ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №6)

1. ანგარიშგების ფორმა №6 მოიცავს მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი პირების რაოდენობის, ოპერაციების მოცულობისა და რაოდენობის  შესახებ ინფორმაციას.

2. სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს რეგისტრატორთან საანგარიშო პერიოდისთვის საქმიან ურთიერთობაში მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. აღნიშნული ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

3. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

4. AML/CFT კუთხით რეგულირებული პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებს, გარდა „ბ.ბ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა.

5. სხვა პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული, სარეკლამო და სხვა მსგავსი ტიპის პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. აღნიშნულ ფორმაში არ აისახება საპროექტო/საინჟინრო/არქიტექტურული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია.

6. პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია მოიცავს პირებს, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს/რომელთა საქმიანობაში ფიქსირდება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.

7. ლატარიის ორგანიზატორები, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშობების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშობების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეკერობას და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებას („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).

8. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია) ასევე მოიცავს ძვირფასეულობის მაღაზიებს.

9. ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა (რეალიზაცია) ასევე მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს და აუქციონის მომწყობ პირებს.

10. ანგარიშგების ფორმა №6-ში არ აისახება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების შესახებ ინფორმაცია.

11. ანგარიშგების ფორმა №6-ში არ აისახება რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის/ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, ასევე, ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლითონის მადნების, ძვირფასი ქვების მოპოვება და ნავთობპროდუქტების წარმოება,  გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა. 

12. ქიმიკატების და ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ფეთქებადი ნივთიერებების, არაორგანული და ორგანული ძირითადი ქიმიკატების, სამრეწველო აირების ან/და აზოტის ნაერთების მწარმოებელ კომპანიებს. დეტალური კლასიფიკაცია მოცემულია სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ ბოლო რედაქციაში.

13. საქველმოქმედო ორგანიზაციებში ასეთი სტატუსის მქონე პირებთან ერთად აისახება ის პირებიც, რომელთაც საქმიანობის სფეროდ უფიქსირდებათ საქველმოქმედო საქმიანობა.

14. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მოიცავს ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებს.

15. გრანტის გამცემი და გრანტის მიმღები ორგანიზაციები არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. გრანტის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, გარდა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტისა. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებში იგულისხმება ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ და „თ“-„ი1“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული პირები.

16. საქველმოქმედო და გრანტის გამცემი/მიმღები ორგანიზაციები, ასევე სხვა ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს (თუ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 100%-ს შეადგენს, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციებისა), უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებს (EBRD, WB, IMF და სხვა) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.

17. ანგარიშგების ფორმა №6-ში გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.

18. ანგარიშგების ფორმა №6-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და საინვესტიციო კომპანიების შესახებ.

19. ანგარიშგების ფორმა №6-ში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.

20. ანგარიშგების ფორმა №6-ში აისახება ინფორმაცია არარეზიდენტი აქტივების მმართველი კომპანიების შესახებ.

21. ანგარიშგების ფორმა №6-ში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისთვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ განახორციელოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.

22. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით მოიცავს პირებს, რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (beneficiary), ან/და სხვა პირები (protector და სხვა).

23.        უძრავი ქონების აგენტი გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს და არ მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვინც მხოლოდ საკუთარ ქონებას გასცემს იჯარით.

24. ველში „კონვერტირებად ვირტუალურ აქტივთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“ აისახება ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების შესახებ.

25. ანგარიშგების ფორმა №6-ში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია სავაჭრო პლატფორმაზე ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებით (ე.წ. CFD) და ბინარული ოფციონებით (Binary Options)  ვაჭრობასთან და არ მოიცავს ინფორმაციას ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების შესახებ.

26. მაღალშემოსავლიანი პირები (ე.წ. High-net-worth Individuals) მოიცავს ფიზიკურ პირებს, რომელთა ანგარიშებზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ნაშთი მინიმუმ 1 000 000 ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის ოდენობით.

27. თუ პოლიტიკურად აქტიური პირი, ამავდროულად არის მაღალშემოსავლიანი პირი, ინფორმაცია აისახება ველში „პოლიტიკურად აქტიური პირები“.

28. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციების/გარიგების, ასევე კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

29. იმ შემთხვევაში, თუ სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში ოპერაციის/გარიგების მონაწილე მხარე არის ერთდროულად რამდენიმე კლიენტი, რაოდენობრივ მაჩვენებელში ფიქსირდება ყველა მათგანი და როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე მათ მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

30. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, არ აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომლებიც ფიგურირებენ საეჭვო ოპერაციებში/გარიგებებში როგორც დაზარალებულნი (მაგალითად, თაღლითობის მსხვერპლი).

31. ოპერაციის/გარიგების დადების მცდელობის საეჭვო სტატუსით სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის შემთხვევაში, ოპერაციის მოცულობაში აისახება როგორც ამ კონკრეტული ოპერაციის თანხა, ასევე ოპერაციის მონაწილე კლიენტ(ებ)ის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების თანხების ჯამური მოცულობა.

32. ანგარიშგების ფორმა №6-ში აისახება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია.

33. კლიენტები, რომელთა  დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე  მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირები არიან, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ კლიენტებს.

34. ანგარიშგების ფორმა №6-ში გათვალისწინებული კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი, მოიცავს ისეთ პირებსაც, რომელთა სტრუქტურაში ნომინალური მფლობელობის ფაქტი არ არის დადასტურებული დოკუმენტურად, თუმცა რეგისტრატორს ამის შესახებ სხვაგვარად აქვს მოპოვებული ინფორმაცია.

35. ანგარიშგების ფორმა №6 მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტებზე, რომელთაც რეგისტრატორმა საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით იდენტიფიცირებული რისკის მატარებელი გარემოებების გამო. ოპერაციების მოცულობაში აისახება აღნიშნული პირების მიერ მომსახურების შეჩერებამდე/შეწყვეტამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა.

36. კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს, მოიცავს ე.წ. „Bearer Shares“ გამომშვებ პირებს.

37. ანგარიშგების ფორმა №6-ში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირების დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.

38. თუ კლიენტი ერთდროულად არის ანგარიშგების ფორმა №6-ით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ–ერთ ფაქტორში, რომელიც რეგისტრატორის შიდა პოლიტიკის თანახმად, უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, „თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირები“,  „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე  მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირია“, „რეზიდენტი კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე არარეზიდენტი პირია“, „კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი“, „კლიენტები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება“, „კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს“, „რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, სადაც ქვეფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა გამეორდეს, თუ კლიენტის მახასიათებლები შეესაბამება 2 ან მეტ ფაქტორს ერთდროულად. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდრულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში.

39. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდრულად შეესაბამება ამ მუხლის 38-ე პუნქტში ჩამოთვლილ ფაქტორებს, ინფორმაცია აღირიცხება ყველა მათგანში.

40. რეგისტრატორის მიერ ანგარიშგების ფორმა №6-ში ასევე უნდა აისახოს მის მიერ,  საქმიანობის თუ სხვადასხვა კრიტერიუმების (გეოგრაფიული რისკი, ორგანიზაციული ფორმა და სხვა) მიხედვით, მაღალი რისკის მატარებლად განსაზღვრული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ანგარიშგების ფორმა №6-ში მოცემული ჩამონათვალისგან.

მუხლი 11. სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურში  გაგზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა №7)

1. ანგარიშგების ფორმა №7 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.

2. საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, იმის მითითებით, თუ რა ნიშნით („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) განხორციელდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნა.

მუხლი 12. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №8)

1. ანგარიშგების ფორმა №8 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

2. რეგისტრატორმა ანგარიშგების ფორმა №8-ის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება გარიგების მონაწილე კლიენტების რეზიდენტობისა და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით. 

3. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი, ამასთან, მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალ-ცალკე ველებში საფუძვლების შესაბამისად.

მუხლი 13. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №9)

1. ანგარიშგების ფორმა №9-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც საანგარიშო პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე, დაედო ყადაღა/განხორციელდა სახსრების გაყინვა (Asset Freezing).

2. ანგარიშგების ფორმა №9-ში ცალკე, შესაბამის სვეტში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა.

3. ანგარიშგების ფორმა №9-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ოპერაციების აღსრულებაც შეჩერდა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში.

4. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების ფორმა №9-ში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

მუხლი 14. რეგისტრატორის მიერ დამატებით წარსადგენი ინფორმაცია

1. ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში, რეგისტრატორი ეროვნულ ბანკს წარუდგენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით რეგისტრატორში არსებულ ყველა პოლიტიკა-პროცედურას და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას, ასევე სხვა დამატებით ინფორმაციას, რომლის წარდგენასაც ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს ზედამხედველობის პროცესში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა ხდება ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა იმავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. პოლიტიკა-პროცედურები და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია.

4. რეგისტრატორისგან სხვა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.

5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს კითხვარის სახით, რომლის ფორმას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

მუხლი 15. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები

1. რეგისტრატორი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:

ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს 31 ივლისისა;

ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.

2. ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკა-პროცედურებს და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას რეგისტრატორი წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად.

3. კონკრეტული რეგისტრატორის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს რეგისტრატორის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.

4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, რეგისტრატორი ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.

მუხლი 16. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი 

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, რეგისტრატორი ანგარიშგებას, ამ წესის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში,  ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომ – პორტალი). 

2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე. 

3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.

4. რეგისტრატორი, ამ წესის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ეროვნულ ბანკს პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით წარუდგენს ასევე ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5. ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით რეგისტრატორში არსებული პოლიტიკა-პროცედურების, ასევე, პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებების ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც.

6. რეგისტრატორისგან დამოუკიდებელი მიზეზით, პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.