ქალაქ ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილი მე-2 შესახვევი N16-ში და აფსაროსის გზატკეცილი მე-2 შესახვევი N16-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.36.22.130; ს/კ 05.36.22.618) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016649
34
28/06/2024
ვებგვერდი, 02/07/2024
010250050.35.132.016649
ქალაქ ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილი მე-2 შესახვევი N16-ში და აფსაროსის გზატკეცილი მე-2 შესახვევი N16-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.36.22.130; ს/კ 05.36.22.618) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2024 წლის 28 ივნისი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილის მე-2 შესახვევის №16-ში და აფსაროსის გზატკეცილის მე-2 შესახვევის №16-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.36.22.130; ს/კ 05.36.22.618) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილის მე-2 შესახვევის №16-ში და აფსაროსის გზატკეცილის მე-2 შესახვევის №16-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.36.22.130; ს/კ 05.36.22.618) დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.36.22.130; ს/კ 05.36.22.618) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ1/2 მაჩვენებლის 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით.
მუხლი 3
განემარტოს შპს „სეიფ ინვესტს“ (ს/ნ 445706095), რომ იგი ვალდებულია საპროექტო ობიექტის სიმაღლე შეათანხმოს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან“.
მუხლი 4
განემარტოს შპს „სეიფ ინვესტს“ (ს/ნ 445706095), რომ იგი ვალდებულია დაიცვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის 26 ივნისის №01-01-10/5209 წერილით დადგენილი პირობები.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე