„სამტრედიის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამტრედიის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.120.016485
15
01/07/2024
ვებგვერდი, 02/07/2024
210020010.35.120.016485
„სამტრედიის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2024 წლის 1 ივლისი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“  სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 10.01.2017; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.120.016220) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე).

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი).“.

3. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“  სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილების მე-3 მუხლის:

ა) ,,გ“-ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;’’

გ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.“.

4. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“  სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილების მე-4 მუხლის:

 ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;“.

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივაჟა სტურუა