დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.128.016531 |
|
„ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 14/04/2015, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.128.016217).
1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე); ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით და განისაზღვროს: ბ.ა) თითოეულ სამორინის მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი; ბ.ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი; ბ.გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%. გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე განისაზღვროს: გ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი. გ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი. გ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი. დ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 ლარი; ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5 000 ლარი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები