„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.168.016406
9
01/07/2024
ვებგვერდი, 02/07/2024
210070000.35.168.016406
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2024 წლის 1 ივლისი

ქ. სიღნაღი

 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სათამაშო ბიზნესის  მოსაკრებლის შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-5  მუხლისა  და  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის  №10 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge,  29/03/2017 წ.; 210070000.35.168.016208) შევიდეს ცვლილება,   პირველი  მუხლის   „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს  „დ.ა“, „დ.ბ“  „დ.გ“ ქვეპუნქტები და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა)  სამორინის თამაშობებზე −  კვარტალში 250 000 ლარით;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი