შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.135.016328
22
01/07/2024
ვებგვერდი, 03/07/2024
210020010.35.135.016328
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2024 წლის 1 ივლისი

დაბა შუახევი

 

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (№2587-XIმს-Xმპ, 09.02.2023 წ) და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შუახევის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

 ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარი;

 ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარი;

 გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

 დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებზე:

 დ.ა)  სამორინის თამაშობებზე −  კვარტალში 250 000 ლარი;

 დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

 დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული  ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში  5000 ლარი;

ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 7 000 ლარი.

2. მოსაკრებლების ანგარიშგება და გადახდა ხორციელდება  „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის განსაზღვრის შესახე“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №23 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.135.016009).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეროსტომ ლორთქიფანიძე