დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.165.016485 |
|
სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. |
| მუხლი 2 |
დადგინდეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს:
1. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი. 2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი. 3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; 4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე: ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი. ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი. გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი. 5. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარი. 6. თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი. |
| მუხლი 3 |
მოსაკრებლის გადამხდელი, მოსაკრებლის ობიექტები, მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი, აგრეთვე მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 იანვრის №3 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები