დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.154.016540 |
20
28/06/2024
ვებგვერდი, 01/07/2024
200230000.35.154.016540
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (№2587-XIმს-Xმპ, 09.02.2023 წ) და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: |
ა)
სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარი; |
ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარი; |
გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; |
დ)
სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებზე: |
დ.ა)
სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი; |
დ.ბ)
სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი; |
დ.გ)
ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი; |
ე)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 4000 ლარი; |
ვ)
თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 6 000 ლარი. |
2.
მოსაკრებლების ანგარიშგება და გადახდა ხორციელდება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. |
მუხლი 2.
|
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №41 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, 111228004, 28/12/2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.154.016075). |
მუხლი 3.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები