დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.131.016404 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანილი კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის № 20 დადგენილების (სსმ, 28.03.2011 წ.) მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესისათვის: ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე: დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი; დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი; დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 5000 ლარი; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5 000 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები