„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016498
6
28/06/2024
ვებგვერდი, 01/07/2024
010250020.35.110.016498
„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2024 წლის 28 ივნისი

აბაშა

,,აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ივლისის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016212) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე  კვარტალში 20 000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის  რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის  10%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 000 ლარი;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის სკრებულოს თავმჯდომარეგელა ხოშტარია