„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 მაისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016525
28
28/06/2024
ვებგვერდი, 01/07/2024
010250050.35.125.016525
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 მაისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2024 წლის 28 ივნისი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2022 წლის 03 მაისის №20 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (ვებგვერდი, 04/05/2022 წელი; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.125.016424) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სამსახურის  საქმიანობისას, მათ შორის, სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტების პროექტებში, პერსონალურ მონაცემთა  დაცვის უზრუნველყოფაზე.“.

2. დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების  სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთი-ერთი საჯარო მოხელე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე