„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 მაისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016521
24
28/06/2024
ვებგვერდი, 01/07/2024
010250050.35.125.016521
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 მაისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2024 წლის 28 ივნისი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 მაისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და  მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2022  წლის 03 მაისის N16 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (ვებგვერდი, 04/05/2022 წელი; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016420) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სამსახურის  საქმიანობისას, მათ შორის, სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტების პროექტებში, პერსონალურ მონაცემთა  დაცვის უზრუნველყოფაზე.“.

2. დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთი-ერთი საჯარო მოხელე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე