“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშექყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №67/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

  • Word
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშექყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №67/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 305/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 138, 28/11/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.007.881
  • Word
305/ნ
25/11/2005
სსმ, 138, 28/11/2005
280.120.000.22.035.007.881
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშექყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №67/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშექყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №67/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.007.881

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №305/ნ

2005 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის                 ხელშეწყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამების და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის    №67/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

“საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამების და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №67/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №27, მუხ. 254) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მეორე პუნქტით დამტკიცებული “უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამის” (დანართი №2):

ა) პირველი პუნქტი – “პროგრამის ძირითადი არსი” – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. პროგრამის ძირითადი არსი

უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამა” წარმოადგენს ქვეყანაში სიღატაკის სიმწვავის შემცირებისაკენ მიმართულ ღონისძიებას.”;

ბ) მე-4 პუნქტი – “პროგრამის შესრულების ვადები” – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. პროგრამის შესრულების ვადები

უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამის შესრულების ვადა განისაზღვრება 2005 წლის 1 იანვრიდან – 2005 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.”;

გ) მე-5 პუნქტი – “პროგრამის დაფინანსება” – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“5. პროგრამის დაფინანსება

პროგრამა ფინანსდება “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სადაც დაფინანსების წყაროდ მითითებულია სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტები;

ქალაქებში: თბილისში, ფოთში, ასევე ბოლნისის, ბორჯომის და საგარეჯოს რაიონებში პროგრამის დაფინანსება ხორციელდება შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტიდან.  

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის დაფინანსება განისაზღვრა 20 853. 0 ათასი ლარით.

უმწეოთა სოციალური ( ოჯახების ) დახმარების პროგრამა

20 853.0 ათასი ლარი

.. მომსახურების ხარჯები

375.1 ათასი ლარი

.. წინა პერიოდის დავალიანების ხარჯები

1 381.2 ათასი ლარი

.. დახმარების დანიშვნისათვის საჭირო ფორმების ბეჭდვის ხარჯები

15.0 ათასი ლარი

 

) მე-6 პუნქტის – “პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტებიმეორე და მეოთხე აბზაცში სიტყვებიცენტრალური ბიუჯეტიდანშეიცვალოს სიტყვებითსახელმწიფო ბიუჯეტიდანდა იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“6. პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები

პროგრამის რეალიზაციაზე, როგორც სამთავრობო დაწესებულება, პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის დაფინანსების ნაწილში ფინანსურ ინსტრუმენტად გამოყენებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირისოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.

სახელმწიფო პროგრამის შესრულებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სოციალური დახმარების განყოფილებები, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ადგენენ დახმარების მიმღებთა საქმეებს და აფორმებენ ყველა საჭირო საბუთებს თანხის მიზნობრივად გაცემისათვის.

ამასთან, იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც სოციალური დახმარებების დაფინანსება გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ურთიერთვალდებულებები და სოციალური დახმარებების დანიშვნაზე კონტროლი ხორციელდება სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს შორის 2004 წელს დადებული ხელშეკრულების გაგრძელებით, მასში მხარეთა მოთხოვნის შესაბამისად ცვლილებების შეტანით ან ახალი ხელშეკრულების დადებით.

პროგრამა სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე ითვალისწინებს მონიტორინგის შედეგებზე ან კონკრეტულ კანონდარღვევის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სოციალური დახმარების გაცემის დადგენილი წესის მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.”.

2. “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამების და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზესაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №67/ ბრძანების მესამე პუნქტით დამტკიცებულიუმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დხმარების გაცემის წესი და პრინციპების” (დანართი №3):

) პირველი მუხლი – “ზოგადი დებულებანი” – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების (მათ შორის დევნილთა ოჯახების) სოციალური დახმარების (შემდგომშისოციალური დახმარება) პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის გამოსაყოფი სახსრების მოცულობა საქართველოს კანონისსაქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 49- მუხლის მე-12 პუნქტით განისაზღვრა 20 853.0 ათასი ლარის ოდენობით.

ქალაქებში: თბილისში, ფოთში, ასევე საგარეჯოს, ბოლნისისა და ბორჯომის რაიონებში, უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება განხორციელდება შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტიდან საქართველოს კანონისსაქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” 49- მუხლის მე-12 პუნქტით და წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;”;

) მე-4 მუხლის:

) მეორე პუნქტში სიტყვებიცენტრალური ბიუჯეტიდანშეიცვალოს სიტყვებითსახელმწიფო ბიუჯეტიდანდა პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის დაფინანსების ნაწილში ფინანსურ მექანიზმად გამოყენებულია საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.”

) მე-5 პუნქტში სიტყვებიცენტრალური ბიუჯეტიდანშეიცვალოს სიტყვებითსახელმწიფო ბიუჯეტიდანდა პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“5. ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც სოციალური დახმარების დაფინანსება გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ურთიერთვალდებულებები და სოციალური დახმარების დანიშვნაზე კონტროლი რეგულირდება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს შორის 2004 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.”;

გ) მე-13 მუხლის მეოთხე აბზაცში სიტყვები “ცენტრალური ბიუჯეტიდან” შეიცვალოს სიტყვებით “სახელმწიფო ბიუჯეტიდან” და მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 13. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილება

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მიმღებთა სიების ელექტრონულ დამუშავებას;

სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსებისათვის სათანადო საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადებას;

სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული პროგრამული თანხებიდან ტერიტორიული ერთეულების მიხედვით – სოციალური დახმარების დამნიშნავი სუბიექტის განაცხადის საფუძველზე;

სოციალური დახმარების მიმღებთა კონტინგენტის მოძრაობისა და დაფინანსების მდგომარეობის შესახებ კრებსითი ინფორმაციის წარდგენას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროებისათვის ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხების გაცემიდან ორი კვირის განმავლობაში.”;

დ) III განყოფილების ფორმა №5-ის განაცხადში “სოციალური (ოჯახური) დახმარების მიმღები კონტინგენტის დაფინანსებისათვის 200 წლის —— თვეში” სიტყვები “ცენტრალური ბიუჯეტიდან” შეიცვალოს სიტყვებით “სახელმწიფო ბიუჯეტიდან” და ფორმა №5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                                                                                       


ფორმა №5

განაცხადი

სოციალური (ოჯახური) დახმარების მიმღები კონტი გენტის

დაფინანსებისათვის 200 წლის --------- თვეში

 

კონტინგენტი

ოჯახი

წევრთა რაოდენობა

დაფინანსებულია ბოლო თვე

ნაშთი

დანაკლისი

საანგარიშო პერიოდისთვის საჭირო თანხა

სახელმწიფო ბიუჯეტი

ადგილობრივიბიუჯეტი

სახელმწიფო ბიუჯეტი

ადგილობრივიბიუჯეტი

სახელმწიფო ბიუჯეტი

ადგილობრივიბიუჯეტი

სახელმწიფო ბიუჯეტი

ადგილობრივიბიუჯეტი

1

ერთსულიანი ოჯახები სულ

..

 მარტოხელა პენსიონერები

- I ჯგუფის უსინათლო ინვალიდი

-18 წლამდე ინვალიდი ბავშვი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

- ორი და მეტსულიანი ოჯახები

სულ

..

- 7 და მეტშვილიანი

- აფხაზეთიდან დევნილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

უდედმამო ბავშვები

სულ -

..

აფხაზეთიდან დევნილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

სულ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

-------- რიცხვი--------- თვე------წელი      გამგებელი(მერი)  –––––––––––––

                                                                                                        ხელმოწერა                                                                                                           

                               სოციალური დახმარების განყოფილების გამგე –––––––––––––

                                                                                                                            ხელმოწერა

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.             

ლ. ჭიპაშვილი