დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 301/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 138, 28/11/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.007.880 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.007.880
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება
№301/ნ
2005 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის” დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის და ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №66, მუხ. 696) დამტკიცებულ ,,სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის” მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. პროგრამის ბიუჯეტი
,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის მომსახურების ხარჯი შეადგენს 675.0 ათას ლარს”.
| 1 | მონაცემთა ერთიან ბაზაში მოხვედრის მსურველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება განსაზღვრული მეთოდოლოგიის ფარგლებში დაქირავებული სოციალური აგენტების შრომის ანაზღაურება |
445.0 |
| 2 | მონაცემთა ერთიან ბაზაში მოხვედრის მსურველი ოჯახების განცხადებებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის ტექნიკური დამუშავება და სიღატაკის ფორმულის გამოყენებით მონაცემთა ბაზაში რანჟირება მონაცემთა ბაზის ფორმირების ფარგლებში დაქირავებული ოპერატორებისა და სხვა ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურება |
117.5 |
| 3 | კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გადასახადები | 112.5 |
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები