დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პეოგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ" საქართველოს Dშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 306/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 138, 28/11/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.010.010.22.035.007.879 |
· სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.007.879
· საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
· ბრძანება №306/ნ
· 2005 წლის 25 ნოემბერი
· ქ. თბილისი
· ,,უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
· ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
· 1. ,,უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ ,,უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები და ძირითადი პრინციპები” (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
· მეხუთე თავის:
· ა.ა) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
· ,,ურგენტული სტაციონარული მომსახურება
· მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ყველაზე რესურსტევად სფეროს წარმოადგენს სტაციონარული მომსახურება, აქედან გამომდინარე კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება დარგის ხარჯთეფექტურობის გაზრდას ხარისხის გაუმჯობესების, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის, ხარისხიანი და ეფექტური სამკურნალო პრეპარატების გამოყენებას, შესაბამისად, დაავადების კარგი გამოსავლიანობის ხარჯზე.
· პროგრამის მიზნები და ამოცანები:
· მოსახლეობისათვის გადაუდებელი (ურგენტული) სამედიცინო დახმრების გაწევა დადგენილი ნოზოლოგიების შესაბამისად დამტკიცებული სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტებისა და ტარიფების მიხედვით;
· ურგენტული დახმარების საყოველთაო ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
· ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლების გაუმჯობესება;
· შინამეურნეობათა ფინანსური დაცვის უზრუნველყოფა;
· მომხმარებლის კმაყოფილება.
· დაფინანსების მეთოდოლოგია:
· 2006 წლის პროგრამების დამტკიცებამდე მოსახლეობის ურგენტული სტაციონარული მომსახურების (ანტირაბიული დახმარების გამოკლებით) განხორციელებისთვის სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს უფლება მიეცეს ეს მომსახურება განახორციელოს მასსა და პროგრამაში მონაწილე დაწესებულებებს შორის 2004 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებით.
· საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის №1/60-ს 10.11.04 წ. და №05-ს 09.11.04 წ. ერთობლივი ბრძანების შესაბამისად საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მიერ, წარმოდგენილი ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად.’’
· ა.გ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
· ,,ანტირაბიული სამედიცინო დახმარება (ანტირაბიული საშუალებების გამოკლებით).
· მოსახლეობის ურგენტული მომსახურების პროგრამა ითვალისწინებს ანტირაბიულ სამედიცინო დახმარებას, რომელიც შედგება ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავებისა და ანტირაბიული სამკურნალო პროფილაქტიკური იმუნიზაციისაგან.
· ანტირაბიულ სამედიცინო დახმარებას ექვემდებარებიან პირები ცხოველით დაკბენის, დაკაწვრისა და დადორბლის შემთხვევაში. ანტირაბიული პროფილაქტიკური იმუნიზაცია უტარდებათ პირებს, რომელთა სამუშაო დაკავშირებულია ჰიდროფობიით დაავადების რისკთან: ლაბორატორიების თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ცოფის ,,ქუჩის” ვირუსთან, ვეტერინარებს, მონადირეებს, მეტყევეებს, ძაღლების დამჭერი ბრიგადის წევრებს, სასაკლაოს მუშაკებს, ტაქსი-დერმისტებს.
· ანტირაბიული სამედიცინო დახმარების განხორციელება და დაფინანსება მოხდება დამტკიცებული სამედიცინო სტანდარტებისა და ტარიფების შესაბამისად. სტანდარტით გათვალისწინებული დახმარება პაციენტისათვის უფასოა (პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს). ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციისა და მძიმე კატეგორიის დაკბენის შემთხვევაში ჭრილობის ქირურგიული დამუშავების ხარჯებს აანაზღაურებს პაციენტი.
· ანტირაბიული სამედიცინო დახმარების განხორციელებისათვის ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება.
· ქ. თბილისის გარდა ანტირაბიულ სამედიცინო დახმარებას ახორციელებენ ურგენტულ სტაციონარულ მომსახურებაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებები. ქ. თბილისში ანტირაბიულ სამედიცინო დახმარებაში მონაწილე დაწესებულებების შერჩევა განხორციელდება ტენდერის გზით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ქ.თბილისის ანტირაბიულ სამედიცინო დახმარებაში 2005 წლისთვის შეადგენს 160,0 ათას ლარს.
· ანტირაბიული სამედიცინო დახმარება განხორციელდება ,,სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტებისა და სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების ტარიფების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მაისის 126/ნ ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტებისა და ტარიფების შესაბამისად.
· 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
ლ. ჭიპაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები