„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4359-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 280010000.05.001.102289
4359-XIVმს-Xმპ
27/06/2024
ვებგვერდი, 04/07/2024
280010000.05.001.102289
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.05.001.018881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი არის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მიღების მსურველის მიერ აუცილებელი ცოდნის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ პირს არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. სერტიფიცირება ხორციელდება პირის მიერ იმ საბაზისო აკადემიური ცოდნის მისაღებად, რომელიც აუცილებელია სოციალური მუშაკის ფუნქციების შეუზღუდავად შესასრულებლად.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:

„მუხლი 481. სოციალური მუშაკის დამატებითი სოციალური გარანტიები

სოციალური მუშაკისთვის, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს იმ დასახლებაში, სადაც სოციალური მუშაკის მომსახურება შესაბამის სფეროში/შესაბამისი სპეციალიზაციით ხელმისაწვდომი არ არის, დამსაქმებელი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი სოციალური გარანტიები.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 571 მუხლი:

„მუხლი 571. სოციალური მუშაობის ხელშეწყობა

ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილი დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს სოციალური მუშაკის პროფესიით დაინტერესების გასაზრდელად, მათ შორის, ხელს უწყობენ მუნიციპალიტეტებში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობას.“.

4. 64-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოს პარლამენტისა და ამ კანონის VIII თავით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილი დაწესებულებების მონაწილეობით შეიმუშაოს სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამის დარგობრივი მახასიათებლები.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დაკმაყოფილებას.

32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ პუნქტის ამოქმედებამდე განხორციელებულ სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებაზე.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. სოციალურ მუშაკთა  სერტიფიცირება შეიძლება განხორციელდეს დისტანციური ფორმით. სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირება უნდა დასრულდეს 2030 წლის 1 იანვრამდე.“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41–47 პუნქტები:

„41. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი გაიცემა პირის მიერ სერტიფიცირების წარმატებით გავლის შედეგად. სასერტიფიკატო პროგრამა შედგება არანაკლებ 45 კრედიტისგან.

42. სერტიფიცირების გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც, 2024 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, შესაბამის დაწესებულებაში ასრულებდა სოციალური მუშაკის ფუნქციებს ან რომელსაც აქვს სოციალური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

43. იმ პირის გარდა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, სოციალური მუშაკის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს აგრეთვე:

ა) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც მიღებული აქვს სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტი ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტი;

ბ) პირი, რომელსაც დასრულებული აქვს არანაკლებ 45 კრედიტისგან შემდგარი სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა და აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან არის იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი.

44. ამ მუხლის 43 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტი გათავისუფლდება სოციალური მუშაკის თანამდებობიდან/მას შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება, თუ იგი აღნიშნულ თანამდებობაზე მიღებიდან 1 წლის ვადაში ვერ წარადგენს შესაბამისი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამ დოკუმენტის წარდგენამდე ის სოციალური მუშაკის ფუნქციებს ასრულებს დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.

45. სოციალური მუშაკის თანამდებობაზე პირი აგრეთვე შეიძლება მიღებულ იქნეს მაძიებლად.

46. პირმა სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მაძიებლის სტატუსით შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 1 წლისა. ამ პერიოდში მას უნდა მიეცეს აღნიშნული თანამდებობისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ ნახევარი. მაძიებელი შესაბამის ფუნქციებს დამსაქმებლის ზედამხედველობით ასრულებს. მაძიებელი სერტიფიცირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სრულად ასრულებს სოციალური მუშაკის ფუნქციებს. თუ მაძიებელი სერტიფიცირებას წარმატებით ვერ გაივლის, ის გათავისუფლდება სოციალური მუშაკის თანამდებობიდან.

47. მაძიებლის მიერ სერტიფიცირების გავლას უზრუნველყოფს დამსაქმებელი. დამსაქმებელი უფლებამოსილია მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით დაუდგინოს შრომითი ურთიერთობის დამატებითი პირობები.“;

ე) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ მუხლის 43 პუნქტით განსაზღვრულ პირზე.“;

ვ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის მაძიებელი არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ ან საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით დადგენილი წესით სოციალური მუშაკის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში, არ აქვს გავლილი სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა, აკმაყოფილებს ამ კანონის 42-ე მუხლით (გარდა პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაძიებლობის პერიოდში გადის სოციალური მუშაკის სერტიფიცირების პროცესს და ასრულებს სოციალური მუშაკის ფუნქციებს დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, შეზღუდულ ფარგლებში.“.

5. 65-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ კანონის 64-ე მუხლის მე-3–47 პუნქტები და შენიშვნა მოქმედებს 2030 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

27 ივნისი 2024 წ.

N4359-XIVმს-Xმპ