დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 639 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 139, 29/11/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.007.873 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.873
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №639
2005 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვე-პუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში” (სსმ III, 01.04.2005 წ., №37, მუხ. 380) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-2 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეულ საგამოცდო საგანში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აბიტურიენტისათვის აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;”.
2. დებულების მე-2 მუხლის ,,უ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,უ) ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების ნუსხა, რომლებზეც სურს სწავლის გაგრძელება;”.
3. დებულების მე-3 მუხლის “ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) რომელთაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამა თუ იმ ფაკულტეტზე.”
4. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური მოიცავს:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს, თუ აბიტურიენტი აბარებს სამ სავალდებულო და ერთ არჩევით საგანს, 60 ლარს – თუ აბიტურიენტი აბარებს სამ სავალდებულო და ორ არჩევით საგანს, 70 ლარს – თუ აბიტურიენტი აბარებს სამ სავალ-დებულო და სამ არჩევით საგანს;”
“ბ) აბიტურიენტის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომელიც განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით.”
5. დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხა-დის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა.”
6. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. საგნები, რომლებშიც ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია სამი გამოცდის ჩაბარება.
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენობრივი სექტორისა) ყველა აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდები შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, აბიტურიენტის არჩევით ერთ-ერთი უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) და ზოგადი უნარები.
3. კონკრეტული ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აირჩიოს დამატებითი გამოცდა/გამოცდები შემდეგი ჩამონათვალიდან: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია კონკრეტული ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის მე-3 პუნქტში აღნიშნული გამოცდებიდან აირჩიოს ერთი ან ორი გამოცდა. უკანასკნელ შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი გამოცდიდან ჩააბაროს ერთ-ერთი, რომელსაც თავად ირჩევს.
5. ორი დამატებითი გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ადგენს თითოეული დამატებითი გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას, რომელიც არ უნდა იყოს მისაღები კონტინგენტის 20%-ზე ნაკლები.
6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ ფაკულტეტების მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტზე ერთზე მეტი სპეციალობაა, სტუდენტების გადანაწილება სპეციალობებზე განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მათი განცხადებების საფუძველზე, დამატებითი გამოცდის, გასაუბრების და ა.შ. გარეშე.
7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენობრივი სექტორისა) აბიტურიენტები უფლებამოსილი არიან გამოცდა ზოგად უნარებში, მათემატიკაში, ისტორიასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) ჩააბარონ ქართულ ან რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.”
7. დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს ფაკულტეტების მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, რომელთა დაკავება ამ დებულებით დადგენილი წესით შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე და არ აღემატება ფაკულტეტზე მისაღები სტუდენტების რაოდენობის 10%-ს”.
8. ამოღებულ იქნეს დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი.
9. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
,,3. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბა-მისად უფლება აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ შესაბამისი განაცხადით არა უგვიანეს 1 თვით ადრე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე. განცხადებას თან უნდა დაერთოს დოკუმენტაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტით დადგენილი ნუსხის შესაბამისად”.
10. დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. არა უგვიანეს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნული გამოცდების ცენტრს წარუდგენს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირების, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში, რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების მიხედვით, რომლებიც ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მომდევნო სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამის ფაკულტეტებზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, შესაძლებელია ჩარიცხულ იქნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და მოცემულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე, ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად დადგენილი სტუდენტთა რაოდენობის 10%-ის ფარგლებში ფაკულტეტების მიხედვით”.
11. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისებურება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსული, სომხური და აზერბაიჯანულენოვანი სექტორებისათვის
1. ის აბიტურიენტები, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სურთ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულენოვან სექტორებზე, არ არიან უფლებამოსილნი უცხო ენად აირჩიონ რუსული ენა.
2. ის აბიტურიენტები, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სურთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულენოვან სექტორებზე, სავალდებულო გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ საერთო წესით.”
12. დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს, იმ საგნებში, რომელიც სავალდებულოა ამ ფაკულტეტზე ჩასარიცხად.”
13. ამოღებულ იქნეს დებულების მე-8 მუხლის 21 პუნქტი.
14. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. მონაცემთა ბაზები
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე საინფორმაციო-ტექნოლოგიური განყოფილება საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების ნუსხის, შესაბამისი საგამოცდო განრიგებისა და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის შედგენის მიზნით უზრუნველყოფს აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.”
15. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის დ1) ქვეპუნქტი:
,,დ1) რომელ ენაზე სურს მოსწავლეს გამოცდის ჩაბარება ზოგად უნარებში, მათემატიკაში, ისტორიასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).”
16. დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ფაკულტეტები, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა;”
17. დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული ფაკულტეტისთვის;”
18. დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/საგნები ფაკულტეტების მიხედვით;”
19. დებულების მე-11 მუხლის 1-ელ პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) ფაკულტეტების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტი იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;”
20. დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1” ქვეპუნქტი:
,,თ1) სწავლების ენა ფაკულტეტების მიხედვით;”
21. დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შევსებული ანკეტები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, რომლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება. ყოველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეულ ფაკულტეტს მიენიჭება ინდივიდუალური უნივერსალური კოდი.”
22. დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის გამოცემას, რომლის ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე. ცნობარში აისახება საქართველოში არსებული ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი, რომლებზეც წარმოებს აბიტურიენტთა მიღება მიმდინარე წელს.”
23. დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი, სადაც აბიტურიენტს სურს სწავლის გაგრძელება (არა უმეტეს შვიდისა);”
24. დებულების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი, სადაც აბიტურიენტს სურს სწავლის გაგრძელება.”
25. დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგამოცდო საგანში განისაზღვრება 15 ქულით.”
26. დებულების მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების საფუძველზე.”
27. დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ცალკეულ საგამოცდო საგანს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული ფაკულტეტისთვის ენიჭება გარკვეული კოეფიციენტი. კოეფიციენტები ნატურალური რიცხვები უნდა იყოს, რომელთა ჯამი 10-ის ტოლია.”
28. დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში აცნობოს ეროვნული გამოცდების ცენტრს მის მიერ ცალკეულ ფაკულტეტებზე თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტები მომდევნო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.”
29. დებულების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეულ ფაკულტეტზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენტების ნუსხიდან ჩაირიცხება უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოცემული ფაკულტეტისთვის. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის განხორციელების შემთხვევაში, კოეფიციენტებით რანჟირებულ აბიტურიენტთა ნუსხიდან ჩარიცხვა ხდება დარჩენილ ადგილებზე.”
30. დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი.
31. დებულების მე-19 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლე-სი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ ფაკულტეტზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე ფაკულტეტზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე ფაკულტეტზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო ფაკულტეტზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.”
32. დებულების მე-19 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა მის მიერ მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლება და, თუ უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩა თავისუფალი ადგილები, მას უფლება აქვს ამ ადგილებზე კიდევ ერთხელ გააკეთოს განაცხადი, სადაც მისი საკითხის განხილვა მოხდება ამავე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.”
33. დებულების მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით გავლის შედეგად მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლებას, სწავლას განაგრძობს იმ ეტაპიდან, სადაც იგი იმყოფებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარებამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების მომენტისთვის განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში.”
34. დებულების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს ეგზავნებათ ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ჩარიცხვის შესახებ. წინასწარი მონაცემები ქვეყნდება სარეგისტრაციო პუნქტში საჯარო სტენდზე გაკვრით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობასა და განაწილებასთან ერთად, რაც ახალი განაცხადის გაკეთების საშუალებას აძლევს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტებზე. აბიტურიენტის ახალ განაცხადში ვაკანსიების გათვალისწინებით მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფაკულტეტების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2 დღის ვადაში სარეგისტრაციო პუნქტში მონაცემების საჯარო სტენდზე განთავსებიდან.
35. დებულების 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ახალი განაცხადების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.”
36. დებულების 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და საპრეტენზიო საბჭოს მიერ აბიტურიენტთა პრეტენზიების განხილვისა და აბიტურიენტთა ახალი განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ეროვნული გამოცდების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა, მათ შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელთათვის.”
37. დებულების 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის ფაკულტეტზე მიიღოს აბიტურიენტები და მათთან ხელშეკრულებები გააფორმოს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად.”
38. დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვა, მათ შორის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადასვლის წესით ფორმდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს ნოემბრის პირველი ორშაბათისა. აბიტურიენტების ადგილები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება და ამ ვადაში არ გამოცხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ცხადდება ვაკანტურად. ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტი გამოიცემა მხოლოდ საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. სასწავლო სემესტრის განმავლობაში სტუდენტის ჩარიცხვა გადაყვანის წესით დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, რაც აისახება რექტორის ერთიან ინდივიდუალურ აქტში. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული პირების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვა/აღდგენა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულნი იყვნენ კანონმდებლობის შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, ნებადართულია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკრეტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, გარდა ამ დებულების 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.”
39. დებულების 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის 31 პუნქტი:
,,31. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების ჩარიცხვები გადაყვანის წესით შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, შესაბამისი სასწავლო სემესტრის დაწყებამდე და უნდა გაფორმდეს ამ ბრძანების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტით. იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, რომელთაც სურთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა გადაყვანის წესით, აღემატება აკრედიტაციის შედეგად მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული მისაღები სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში არსებულ ადგილების რაოდენობას, გადაყვანის წესით სტუდენტის ჩასარიცხად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოიყენება ამ დებულების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.”
40. დებულების 23-ე მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმ პირების ჩარიცხვა გადასვლის წესით, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე ჩაირიცხნენ საქართველოს (მათ შორის, არააკრედიტებულ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხორციელდება ამ დებულების 22-ე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული წესით, აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში, თუ:
ა) არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ, რითაც პირი სწავლობდა. პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ გადაწყვეტილებაში დეტალურად მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება;
ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდება, რომ პირს ათვისებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.“.
41. დებულების 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ხორციელდება აგრეთვე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული იმ პირების ჩარიცხვა/აღდგენა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულნი იყვნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, არა უმეტეს 3 წლის წინ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაირიცხნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით და გარიცხვიდან სულ მცირე 2005 წლის 10 იანვრამდე ირიცხებოდნენ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე-ბულების სტუდენტად.”
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები