საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4364-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.102304
4364-XIVმს-Xმპ
27/06/2024
ვებგვერდი, 11/07/2024
200000000.05.001.102304
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-80 მუხლის:

ა) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:

„71. ფიზიკური პირის, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მომწყობისგან ან სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხისა).“.

2. 81-ე მუხლის:

ა) 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ფიზიკური პირის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი შემოსავლისა, იბეგრება 15 პროცენტით.“;

ბ) 3ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 ნაწილი:

„33. უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5 პროცენტით.“.

3. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი:

„ძ1) უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგება და სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა;“.

4. 97-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ა) განაწილებული მოგება;

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;

დ) ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.“;

ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული საქმიანობის ნაწილში პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული მოგებისა).“;

გ) 92 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„92. ამ მუხლის მე-9, 91 და 9​3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმავე ნაწილებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან მიღებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისთვის მიიჩნევა, რომ პირის მიერ დივიდენდის განაწილებისას, პირველ რიგში, ეს თანხა გაიცემა.“;

დ) 92  ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 93 ნაწილი:

„93. უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შემთხვევაში აღნიშნული საქმიანობის ნაწილში პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.“.

5. 98-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი მოგება აღნიშნული საქმიანობის ნაწილში იბეგრება 5 პროცენტით.“.

6. 135-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირისთვის, რომელიც საშემოსავლო/მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის 71 ნაწილით, 97-ე მუხლის 93 ნაწილით ან 309-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნაწილში საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.“.

7. 153-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირებისა, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 და 71 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით);“;

ბ) მე-10 და მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საწარმო, ორგანიზაცია და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3, 91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია მოგების გადასახადის შესახებ.

11. ფიზიკური პირები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 და 71 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ.“.

8. 309-ე მუხლის მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში  არის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რომელიც იბეგრება 7%-იანი განაკვეთით (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული შემოსავლისა/მოგებისა). ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით წარადგინოს დეკლარაცია და იმავე ვადაში გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

27 ივნისი 2024 წ.

N4364-XIVმს-Xმპ