„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016528
21
26/06/2024
ვებგვერდი, 28/06/2024
010250020.35.156.016528
„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №21

2024 წლის 26 ივნისი

ქ. დმანისი

 

,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

1. შევიდეს ცვლილება ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/07/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016263) და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილების მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) უზრუნველყოფს  შრომის უსაფრთხოების ორგანიზებასა და მართვას;“;

ბ)  „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას.“.

მუხლი 2

1. ეს დადგენილება, გარდა პირველი  მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი