„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მარტის №09 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მარტის №09 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.133.016392
06
27/06/2024
ვებგვერდი, 28/06/2024
010250020.35.133.016392
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მარტის №09 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №06

2024 წლის 27 ივნისი

ქ. ბათუმი

 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მარტის №09 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მარტის №09 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 27/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.133.016204) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის „დ“ და „ე“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინეს თამაშობებზე – 250 000 ლარი კვარტალში;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – 250 000 ლარი კვარტალში;

დ.გ) ტოტალიზატორების თამაშობებზე – 250 000 ლარი კვარტალში;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – 6 000 ლარი კვარტალში.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  კანონით დადგენლი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე