„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.108.016541
39
27/06/2024
ვებგვერდი, 28/06/2024
210020010.35.108.016541
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2024 წლის 27 ივნისი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 ნაწილისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 26/12/2023; სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.108.016527) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5 (სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია) ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად:

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია



„დანართი 5

ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლის სახეებსა და განაკვეთებს, გადახდის წესსა და ვადებს.

მუხლი 1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა, არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხოლო ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტში.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე ინსტრუქციით დადგენილი ოდენობითა და წესით.

მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე).

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი).

მუხლი 3. მოსაკრებლის ობიექტები

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:

ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;

ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;

გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;

დ) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.

მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთები

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 3 000 ლარი;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.

შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

მუხლი 5. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი

1. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხადოს.

2. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ გადასახდელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობაა წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდის 10 პროცენტი.

3. წამახალისებელი გათამაშების, სამორინის, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვების მფლობელები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეძენისას.

4. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობებისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობებისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროსთვის ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეული სალაროს მოწყობის უფლებას.

5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:

ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაი ცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;

ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა).

6. თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა და ამ მუხლის მე-8​ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.

7​. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობების ორგანიზატორი საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს იმ ნებართვით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით, რომლის საფუძველზედაც მას მიღებული აქვს შესაბამისი ნებართვა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზებისთვის.

8. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტის მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში თამაშობის ორგანიზატორის სახელზე აღირიცხება.

9. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

10. ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული მოსაკრებელი დაიანგარიშება და გადაიხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 6. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში ერთიან საგადასახადო ანგარიშზე (სენაკი) ანგარიში (კრედიტი) – 220122900; სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222, შემოსავლის სახაზინო კოდი:

ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კაზინოებიდან (სამორინეებიდან) – 300373177;

ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სათამაშო აპარატებიდან – 300373178;

გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროდან – 300373179;

დ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი წამახალისებელი გათამაშებიდან – 300373180;

ე) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სისტემურ-ელექტონული ფორმის თამაშობიდან – 300373181;

ვ) სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 300373188.

2. ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ სახაზინო კოდზე: 302003182.

მუხლი 7. პასუხისმგებლობა

ინსტრუქციის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.