,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან” დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მარტის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან” დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მარტის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016539
37
27/06/2024
ვებგვერდი, 28/06/2024
010250020.35.108.016539
,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან” დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მარტის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2024 წლის 27 ივნისი

ქ. სენაკი

 

,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან” დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მარტის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან” დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მარტის №32 დადგენილებაში (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” 28/03/2024 წ. 010250020.35.108.016534) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია




სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან“ დახმარების გაცემის წესი

 მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. კერძოდ, ქვეპროგრამა ითვალისწინებს დახმარებას სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 65 000 (სამოცდახუთი ათასი) და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისათვის, რომელთაც მცირე შემოსავლების გამო არ აქვთ საშუალება უზრუნველყონ საკუთრებაში/თანასაკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის სრული რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება.

მუხლი 2. დახმარების მიღების პირობები და კრიტერიუმები

1. დახმარება გაეწევა შემდეგ ოჯახებს:

ა) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი შვილი და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვს 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ან ნაკლები სარეიტინგო ქულა;

ბ) ოჯახი, სადაც ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან მარტოხელა პენსიონერი და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვს 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ან ნაკლები სარეიტინგო ქულა;

გ) ოჯახი, რომელიც იმყოფება უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირში და დახმარების გაწევის მომენტში არ აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

 2. დახმარების გაწევის მიზნით, აუცილებელია საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდეს ფიზიკური პირის საკუთრებას/თანასაკუთრებას/მფლობელობას და მესაკუთრე/თანამესაკუთრე/მფლობელი რეგისტრირებული იყოს სენაკის მუნიციპალიტეტში.

 მუხლი 3. პროგრამიდან დახმარების გაცემის მიზნით შემოსული განცხადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. პროგრამით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა განცხადებების მიღება წარმოებს მიმდინარე წლის 1 მაისამდე.

2. პროგრამით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის პროგრამის პირობებთან შესაბამისობის დადგენას ახორციელებს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

3. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უსახლკარო ოჯახების შეფასებას, საჭიროებების ადგილზე შესწავლას უზრუნველყოფს „სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისიის შემადგენლობაში შედიან მერიის შესაბამისი სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ასევე კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მიზნით შეიძლება მოწვეული იქნეს დარგის სპეციალისტი. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4. კომისია მოქმედებს ამ წესის შესაბამისად. ამასთანავე, კომისიის მიერ შეფასებით განისაზღვრება შემოსული განცხადებების განხილვის პრიორიტეტულობა.

5. კომისია უზრუნველყოფს ოჯახების საჭიროებებისა და მდგომარეობის ადგილზე გადამოწმებას, დაზიანებული სახურავების სრული რეაბილიტაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების დადგენას.

6. წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კომისია ადგენს წლიური ბიუჯეტით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში იმ ოჯახთა რაოდენობას, რომელთა მიმართაც უნდა განხორციელდეს დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციის ღონისძიებები. დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციისათვის ერთ ოჯახზე გასაწევი სამუშაოების ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს.

7. კომისიის დასკვნის საფუძველზე, დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ გამოიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

8. შესყიდვები განხორციელდება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.