დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4367-XIVმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010020000.05.001.102303 |
|
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.03.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.05.001.019433) დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:
„თავი II1 სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებები მუხლი 81 1. საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონია იმართება მის მიერ თანამდებობის დაკავების წინ, მისი არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში. 2. საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონიის საპროტოკოლო ნაწილს განსაზღვრავს, აგრეთვე ცერემონიას ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. აღნიშნული ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები ფინანსდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. N4367-XIVმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები