დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4345-XIVმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010230000.09.001.016787 |
|
საქართველოს ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 166-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორულ ფირმად (გარე აუდიტორად) არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „KPMG Georgia“. 2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 390 000 ლარით. 3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. 4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „KPMG Georgia“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება. 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. N4345-XIVმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები