დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024-2025 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4346-XIVმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010230000.09.001.016788 |
|
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024-2025 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024-2025 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“. 2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 173 400 ლარით. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024-2025 წლების ფინანსური აუდიტის ხარჯები გასწიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. 4. დაევალოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოსთან“ გააფორმოს ხელშეკრულება. 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. N4346-XIVმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები