დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.113.016518 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილი იქნას ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის N20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2023, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.113.016504), კერძოდ:
- გაიზარდოს სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 36 007 952,94 ლარით: 1. მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების ნაშთმა 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 10 927 185,04 ლარი: ა) საკუთარი ნაშთი - 6 371 153,01 ლარი; ბ) მიზნობრივი ტრანსფერის ნაშთი - 114 434,25 ლარი; გ) საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის №197 განკარგულება „მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ – 1 050 000 ლარი; დ) საქართველოს მთავრობის №545 განკარგულება (საჯარო ფინანსების გრანტი-17.03.2023 წ.) – 16 971,2 ლარი; ე) საქართველოს მთავრობის №2630 განკარგულება (18.12.2019 წ.) – 46 455,04 ლარი; ვ) საქართველოს მთავრობის №2685 განკარგულება (31.12.2020 წ.) – 95 952,38 ლარი; ზ) საქართველოს მთავრობის №75 განკარგულება (17.01.2022 წ.) – 81 053,43 ლარი; თ) საქართველოს მთავრობის №2475 განკარგულება (29.12.2022 წ.) – 278 086,9 ლარი; ი) საქართველოს მთავრობის №1419 განკარგულება (საპილოტე, 16.08.2021 წ.) – 641 113,22 ლარი; კ) საქართველოს მთავრობის №265 განკარგულება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (19.02.2016 წ.) – 379,71 ლარი; ლ) საქართველოს მთავრობის №277 განკარგულება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (15.02.2022 წ.) – 7171,9 ლარი; მ) საქართველოს მთავრობის №168 განკარგულება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (05.02.2021 წ.) – 2198,62 ლარი; ნ) საქართველოს მთავრობის №2476 განკარგულება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (29.12.2022 წ.) – 272 778,52 ლარი; ო) საქართველოს მთავრობის №330 განკარგულება, სტიქია (11.03.2021 წ.) – 5640,22 ლარი; პ) საქართველოს მთავრობის №1740 განკარგულება, სტიქია (29.09.2023 წ.) – 325 497,45 ლარი; ჟ) საქართველოს მთავრობის №116 განკარგულება, სტიქია (20.01.2023 წ.) – 764 647,13 ლარი; რ) საქართველოს მთავრობის №131 განკარგულება, სტიქია (26.01.2022 წ.) – 813 177,62 ლარი; ს) საქართველოს მთავრობის №51 განკარგულება (14.01.2022 წ.) – 3757,14 ლარი; ტ) საქართველოს მთავრობის №147 განკარგულება (23.01.2023 წ.) – 36717,3 ლარი; 2. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის 2021 წლის 25 მაისს გაფორმდა №2 ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 2024 წლის გრაფიკით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 286 831,88 ლარი. 3. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის №2401 განკარგულებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 086 000 ლარი. 4. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 14 მაისის №668 განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №2402 განკარგულებაში „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 10 474 817 (ათიმილიონ ოთხასამოცდათოთხმეტიათას რვაას ჩვიდმეტი) ლარი. 5. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 მარტის №446 განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №2400 განკარგულებაში „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 9062000 (ცხრამილიონ სამოცდაორიათასი ლარი) ლარი. 6. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 01 მარტის №298 განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავრობის №43 განკარგულებაში „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ავტობუსების შესაძენად გამოეყო 515250 (ხუთას თხუთმეტიათას ორასორმოცდაათი) ლარი. 7. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 01 მარტის №297 განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავრობის №44 განკარგულებაში „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდების შესაძენად გამოეყო 900702 (ცხრაასიათას შვიდას ორი) ლარი. 8. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 მაისის №746 განკარგულებით საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, 2023 წელს განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებიდან გამომდინარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო კაპიტალური გრანტი 800 000 ლარი; 9. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის №56 განკარგულებით „ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 936 265,73 ლარი - საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის მიზნით. 10. ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების თანხმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო - 3517,79 (სამიათას ხუთას ჩვიდმეტი ლარი და 79 თეთრი) ლარი. 11. ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების თანხმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო - 15383,5 (თხუთმეტიათას სამას ოთხმოცდასამი ლარი და 50 თეთრი) ლარი. - შესაბამისად გაიზარდოს: 1. მიზნობრივი ტრანსფერის ნაშთიდან სარიტუალო დახმარება (ორგანიზაციული კოდი - 06 02 06 – 2.8.2.2.) – 10 000 ლარით. 2. მიზნობრივი ტრანსფერის ნაშთიდან გენდერულ საკითხთა, ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსი მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა, 18-წლამდე ასაკის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი - 06 02 12 – 2.7.) – 104 434,25 ლარით. 3. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის №197 განკარგულებით გამოყოფილი თანხით, სტიქიის პრევენცია და შედეგების ლიკვიდაცია (ორგანიზაციული კოდი - 02 10 – 2.8.2.1.18) – 1 050 000 ლარით. 4. საქართველოს მთავრობის №545 განკარგულებით გამოყოფილი თანხით (საჯარო ფინანსების გრანტი), ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა(ორგანიზაციული კოდი - 02 06 02 – 2.8.2.2.) – 16 971,2 ლარით. 5. საქართველოს მთავრობის №2630 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 01 02 – 61.1.1.5.) – 46 455,04 ლარით. 6. საქართველოს მთავრობის №2685 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან წყალსადენის შიდა ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 02 01 – 61.1.1.5.) – 95 952,38 ლარით. 7. საქართველოს მთავრობის №75 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 01 02 – 61.1.1.5.) – 13 861,75 ლარით. 8. საქართველოს მთავრობის №75 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან წყალსადენის შიდა ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, (ორგანიზაციული კოდი - 02 02 01 – 61.1.) – 38 233,73 ლარით. 9. საქართველოს მთავრობის №75 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, კაპიტალური ტრანსფერი, (ორგანიზაციული კოდი - 02 06 02 – 2.8.2.2.) – 28 957,95 ლარით. 10. საქართველოს მთავრობის №2475 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან მშენებლობა და რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 01 02 – 61.1.1.5.) – 217 858,53 ლარით. 11. საქართველოს მთავრობის №2475 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან წყალსადენის შიდა ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, (ორგანიზაციული კოდი - 02 02 01 – 61.1.1.11) – 60 228,37 ლარით. 12. საქართველოს მთავრობის №1419 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან (საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა) სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 02 03 01– 61.1.1.11.) – 82 343,21 ლარით. 13. საქართველოს მთავრობის №1419 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან (საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა) საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, (ორგანიზაციული კოდი - 02 03 02– 61.1.1.11.) – 558 770,01 ლარით. 14. საქართველოს მთავრობის №265 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი - 02 09 – 61.1.1.11.) – 379,71 ლარით. 15. საქართველოს მთავრობის №277 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი - 02 09 – 61.1.1.11.) – 7171,9 ლარით; 16. საქართველოს მთავრობის №168 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი - 02 09 – 61.1.1.11.) – 2198,62 ლარით. 17. საქართველოს მთავრობის №2476 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან ნაშთიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი - 02 09 – 61.1.1.11) – 272 778,52 ლარით. 18. საქართველოს მთავრობის №330 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან სტიქიის პრევენცია და შედეგების ლიკვიდაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი - 02 10 – 61.1.1.11) – 5 640,22 ლარით. 19. საქართველოს მთავრობის №1740 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან სტიქიის პრევენცია და შედეგების ლიკვიდაცია, საქონელი და მომსახურება (ორგანიზაციული კოდი - 02 10 – 2.2) – 325 497,45 ლარით. 20. საქართველოს მთავრობის №116 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან სტიქიის პრევენცია და შედეგების ლიკვიდაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 02 10 – 61.1.1.11.) – 764 647,13 ლარით. 21. საქართველოს მთავრობის №131 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან სტიქიის პრევენცია და შედეგების ლიკვიდაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი - 02 10 – 61.1.1.11) – 813 177,62 ლარით. 22. საქართველოს მთავრობის №51 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან საჯარო და სამრევლო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, არაფინანსური აქტივების ზრდა, არასაცხოვრებელი შენობები (ორგანიზაციული კოდი - 04 02 01– 61.1.1.2.) – 3 757,14 ლარით. 23. საქართველოს მთავრობის №147 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან საჯარო და სამრევლო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები (ორგანიზაციული კოდი - 04 02 01– 61.1.1.2.) – 36 717,3 ლარით. 24. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, (ორგანიზაციული კოდი - 02 03 01– 61.1.1.11.) – 286 831,88 ლარით. 25. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის №2401 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი - 02 09 – 61.1.1.11.) – 1 086 000 ლარით. 26. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 14 მაისის №668 განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის №2402 განკარგულებაში, შესაბამისად გამოყოფილი თანხიდან გზების მშნებლობის და რეაბილიტაციის პროგრამა, არაფინანსური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 01 02 – 61.1.1.5.) – 9 741 508 ლარით. 27. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 14 მაისის №668 განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის №2402 განკარგულებაში, შესაბამისად გამოყოფილი თანხიდან წყალსადენის შიდა ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 02 01 – 61.1.1.11.) – 410 500 ლარით. 28. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 14 მაისის №668 განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის №2402 განკარგულებაში, შესაბამისად გამოყოფილი თანხიდან საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 03 02 – 61.1.1.11.) – 322 809 ლარით. 29. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 მარტის №446 განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის №2400 განკარგულებაში „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, შესაბამისად გამოყოფილი თანხიდან სტიქიის პრევენცია და შედეგების ლიკვიდაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 10 – 61.1.1.11.) – 2 862 000 ლარით. 30. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 მარტის №446 განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის №2400 განკარგულებაში „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, შესაბამისად გამოყოფილი თანხიდან სტიქიის პრევენცია და შედეგების ლიკვიდაცია, კაპიტალური ხარჯები (ორგანიზაციული კოდი - 02 10 – 2.8.2.2.) – 6 200 000 ლარით. 31. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 01 მარტის №298 განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის №43 განკარგულებაში „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, შესაბამისად გამოყოფილი თანხიდან საგზაო მოძრაობის ორგანიზება, არაფინანსური აქტივების ზრდა (ავტობუსები) (ორგანიზაციული კოდი - 02 01 03 – 61.1.) – 515 250 ლარით. 32. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 01 მარტის №297 განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის №44 განკარგულებაში „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, შესაბამისად გამოყოფილი თანხიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, არაფინანსური აქტივების ზრდა (ნაგავმზიდები) (ორგანიზაციული კოდი - 01 01 02 – 61.1.) – 900 702 ლარით. 33. საქართველოს მთავრობის №746 განკარგულებით გამოყოფილი (საჯარო ფინანსების გრანტი) თანხით საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების რეაბილიტაცია, არაფინასური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 02 03 02 – 61.1.1.11) – 800 000 ლარით. 34. საქართველოს მთავრობის №56 განკარგულებით გამოყოფილი თანხით (მოსწავლეთა ტრანსპორტირება) საჯარო და სამრევლო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, საქონელი და მომსახურება (ორგანიზაციული კოდი - 04 02 01– 2.2.) – 1 936 265,73 ლარით. 35. ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების თანხმად გამოყოფილი თანხით საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიებების მხარდაჭერა (ორგანიზაციული კოდი - 04 02 03– 2.2.) – 3517,79 ლარით. 36. ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების თანახმად გამოყოფილი თანხით საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების რეაბილიტაცია, საქონელი და მომსახურება (ორგანიზაციული კოდი - 02 03 02 – 2.2.) – 15 383,5 ლარით. 37. საკუთარი ნაშთიდან გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 01 02 – 61.1.1.5.) – 1 386 153,01 ლარით. 38. საკუთარი ნაშთიდან გზების საგზაო მოძრაობის ორგანიზება, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 02 01 03 – 61.1.1.1.) – 510 000 ლარით. 39. საკუთარი ნაშთიდან წყალსადენის შიდა ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 02 02 01 – 61.1.1.1.) – 510 000 ლარით. 40. საკუთარი ნაშთიდან კანალიზაციის ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 02 02 03 – 61.1.1.1.) – 150 000 ლარით. 41. საკუთარი ნაშთიდან საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 02 03 02 – 61.1.1.1.) – 760 000 ლარით. 42. საკუთარი ნაშთიდან საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 02 04 01– 61.1.2.11.) – 500 000 ლარით. 43. საკუთარი ნაშთიდან შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 02 04 02– 61.1.2.11.) – 300 000 ლარით. 44. საკუთარი ნაშთიდან სამოქალაქო ბიუჯეტი, წინა წლის ვალდებულებების დასაფარავად, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი - 02 05 – 61.1.1.11.) – 100 000 ლარით. 45. საკუთარი ნაშთიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, კაპიტალური ხარჯი (ორგანიზაციული კოდი - 02 06 02 – 2.8.2.2.) – 150 000 ლარით. 46. საკუთარი ნაშთიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი - 02 09 – 61.1.1.11.) – 1 380 000 ლარით; 47. საკუთარი ნაშთიდან სტიქიის პრევენცია და შედეგების ლიკვიდაცია, საქონელი და მომსახურება (ორგანიზაციული კოდი - 02 10 – 2.2.10.14) – 10 000 ლარით. 48. საკუთარი ნაშთიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 01 01 02– 61.1.1.) – 250 000 ლარით. 49. საკუთარი ნაშთიდან მასობრივი სპორტული სახეობების ხელშეწყობა, საქონელი და მომსახურება (ორგანიზაციული კოდი - 05 01 01– 2.2.10.12.) – 130 000 ლარით. 50. საკუთარი ნაშთიდან კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა , საქონელი და მომსახურება (ორგანიზაციული კოდი - 05 02 01– 2.2.10.12.) – 70 000 ლარით. 51. საკუთარი ნაშთიდან კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, საქონელი და მომსახურება (ორგანიზაციული კოდი - 05 02 02– 2.2.10.12.) – 100 000 ლარით. 52. საკუთარი ნაშთიდან სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება, არაფინანსური აქტივების ზრდა, არასაცხოვრებელი შენობები (ორგანიზაციული კოდი - 04 01 02– 61.1.1.2.) – 20 000 ლარით. 53. საკუთარი ნაშთიდან საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიებების მხარდაჭერა, საქონელი და მომსახურება (ორგანიზაციული კოდი - 04 02 03 – 2.2) – 10 000 ლარით. 54. საკუთარი ნაშთიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა დახმარება (ორგანიზაციული კოდი - 06 02 05 – 2.7.) – 10 000 ლარით. 55. საკუთარი ნაშთიდან მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება (ორგანიზაციული კოდი - 06 02 08 – 2.7.) – 25 000 ლარით. - შემცირდეს : 56. მიზნობრივი ტრანსფერის თანხით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა დახმარება, (ორგანიზაციული კოდი - 06 02 05 – 2.7.) – 59 600 ლარით. 57. მიზნობრივი ტრანსფერის თანხით სარიტუალო დახმარება (ორგანიზაციული კოდი - 06 02 06 – 2.7.) – 11 000 ლარით. 58. გენდერულ საკითხთა, ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსი მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა, 18-წლამდე ასაკის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი - 06 02 12 – 2.7.) – 75 000 ლარით. 59. გარე განათების ელექტროენერგიის ხარჯი , საქონელი და მომსახურება (ორგანიზაციული კოდი - 02 07 02 – 2.2.) – 120 000 ლარით. - შესაბამისად გაიზარდოს: 60. მიზნობირვი ტრანსფერით ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 06 01 01 – 2.5.) – 70 600 ლარით. 61. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება (ორგანიზაციული კოდი - 06 02 08 – 2.7.) – 75 000 ლარით. 62. წყალსადენის შიდა ქსელის ექსპლუატაცია, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 02 02 02 – 2.5.) – 120 000 ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
თავი I
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 62330,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 33029,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 25 396,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 3904,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 44 821,13 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 28321,93 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 28821,93 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 500,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -10812,29 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 17509,64 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 10927,19 ათასი ლარით:
ფინანსური აქტივების კლება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო არნგარიშზე არსებულ თავისუფალ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება შესაბამისი წლის განმავლობაში. ათას ლარში
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 114,9 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვა. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასეხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 287,4 ათას ლარს, ხოლო 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 172,5 ათასი ლარი. |
თავი II
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია
(პროგრამული კოდი 02 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 38 712 600 ლარი
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა
(პროგრამული კოდი 03 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 4 173 000 ლარი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება, კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები და მდინარეზე ნაგვის დამჭერის მოწყობა. დაფინანსდება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა; ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი სამუშაოები. ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, სკვერებში ბალახის გათიბვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მაწანწალა ძაღლების დროებით თავშესაფარში გადაყვანა.
|
მუხლი 15.
განათლება
(პროგრამული კოდი 04 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 10 556 300 ლარი.
საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას. პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე, ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და სხვა.
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
(პროგრამული კოდი 05 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 7 090 000 ლარი
კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ჩართვა სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების და თეატრის ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა; კულტურის დაწესებულებებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობა; სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში.
|
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
(პროგრამული კოდი 06 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 2 984 000 ლარი
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 2024 წლის განმავლობაში მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველი ფენის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე.
|
მუხლი 18.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 07 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 320 000 ლარი
|
მუხლი 19.
პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები |
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში.
|
თავი III
ოზურგეთის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 20.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის
გადასახდელები: |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
(ათ. ლარი)
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 21 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 22 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 23 |
2024 წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 24 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი, დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 25 |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ელექტრონული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 26 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 27.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 350,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობასა და მიზნობრიობის შესახებ. |
მუხლი 28.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 315,6 ათასი ლარი მიიმართოს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 315,6 ათასი ლარი. |
მუხლი 29.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-17 მუხლის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების გაცემის წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები