დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის დადგენის, მოსაკრებლისაგან განთავისუფლების ან შეღავათის დაწესების და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.156.016526 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი. მუხლი 2 დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის დადგენის, მოსაკრებლისაგან განთავისუფლების ან შეღავათის დაწესების და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი“ ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. მუხლი 3 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყების ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების, გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №60 დადგენილება. მუხლი 4 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის დადგენის, მოსაკრებლისაგან განთავისუფლების ან შეღავათის დაწესების და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
|
მუხლი 1. მშენებლობის ნებართვა
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესითა და ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს. 2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიმღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში და პირობებით სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას. მუხლი 2. ნებართვის გაცემის ობიექტი მშენებლობის ნებართვა გაიცემა მშენებლობაზე, კერძოდ: ა) შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების ახალ მშენებლობაზე; ა) რეკონსტრუქციაზე; ბ) დემონტაჟზე; გ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟ\განთავსებაზე. მუხლი 3. მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი და მოსაკრებლის გადამხდელი 1. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობა. 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ან/და მშენებლობის განმახორციელებელი ფიზიკური/იურიდიული პირი. მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი 1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის: ა.ა) ქალაქ დმანისის ტერიტორიაზე – 2,0 ლარი; ა.ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე – 1,0 ლარი; ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 3,0 ლარი; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისთვის − 3,0 ლარი; გ) ხაზობრივ ნაგებობებზე თითოეული გრძივი მეტრისათვის – 0,50 ლარი. 2. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განისაზღვროს: ა) II კლასის ობიექტისათვის – 50 ლარი; ბ) III კლასის ობიექტისათვის – 200 ლარი; გ) IV კლასის ობიექტისათვის – 400 ლარი. მუხლი 5. მოსაკრებლისაგან განთავისუფლება და შეღავათები 1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. 2. მოსაკრებელი არ გადაიხდება, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. მუხლი 6. მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის (კვადრატული მეტრებში) მოსაკრებლის განაკვეთზე გადამრავლებით. 2. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადაიხდევინება წინასწარ. მუხლი 7. მშენებლობის ნებართვის გამცემი დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილებას ამზადებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილება, ხოლო ნებართვა გაიცემა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
დოკუმენტის კომენტარები