„საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.130.016501
14
28/06/2024
ვებგვერდი, 01/07/2024
210020010.35.130.016501
„საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2024 წლის 28 ივნისი

ქ. საჩხერე

 ,,საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის №47 დადგენილებაში (სსმ/ვებგვერდი 05/01/2016. სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.130.016175) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. დადგინდეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები, სათამაშო ბიზნესის ცალკეული სახეების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა)  თითოეულ სამორინეს  მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%.

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა)  სამორინის თამაშობებზე −  კვარტალში 250 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 5000 (ხუთი ათასი) ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის პირველი ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგაგა დარბაიძე