„დმანისის მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დმანისის მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016525
18
26/06/2024
ვებგვერდი, 28/06/2024
010250050.35.156.016525
„დმანისის მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №18

2024 წლის 26 ივნისი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 27/03/2015; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.156.016208) და დადგენილებით დამტკიცებული „დმანისის მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის“ (დანართი №1):

1. მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. წესის მიზანი“.

2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ცხოველი – ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში ხორციელდება მეთვალყურეობა მეპატრონის ან სხვა პირის მიერ;“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში – პარკებში, პლაჟზე, ბულვარში და სკვერებში აკრძალულია შინაური ცხოველების გადაადგილება. დმანისის მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ მიტოვებული ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი, მოხეტიალე პირუტყვზე კონტროლის ორგანიზებას ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (შემდგომში – მუნიციპალური ინსპექცია) ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი პირის მეშვეობით. უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ ახდენს მოხეტიალე შინაური ცხოველის დაჭერას და გადაჰყავს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (სადგომზე), სადაც ხდება შინაური ცხოველის იზოლირება. შინაური ცხოველის იზოლირება და მესაკუთრეთათვის დაბრუნება ხდება ექიმი ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უმეთვალყურეოდ გაშვებული ცხოველის დაჭერის შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია ან შესაბამისი ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ იმგვარად, რომ ივარაუდებოდეს ინფორმაციის საზოგადოების ფართო ფენებისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მოწოდებას მესაკუთრის მიერ დაკავებული პირუტყვის წაყვანის შესახებ.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დმანისის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მდებარე ბულვარში, პარკში და სკვერში პირუტყვის ყოლა/ყოფნა მეთვალყურეობის გარეშე ან/და მეთვალყურეობის ქვეშ გამოიწვევს პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 151-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენი პირები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, არიან მუნიციპალური ინსპექცია და ორგანიზაცია, რომელთანაც კანონით დადგენილი წესით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერია გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას.“.

დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალურ ინსპექციას ან უფლებამოსილ ორგანიზაციას, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას აწარმოებს დადგენილი წესის შესაბამისად.“.

ე) მე-6 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ორგანიზაცია პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების აღსრულებაზე და ვალდებულია:“

4. მე-7 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქის ქუჩებში, ბაღებში, პარკებში, სკვერებში, გაზონებში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით და ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

2. უმეთვალყურეოდ მიტოვებული მოხეტიალე შინაური ცხოველის მესაკუთრის დაჯარიმების უფლება აქვს მუნიციპალურ ინსპექციას და იმ ორგანიზაციას, რომელთანაც კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის მერია გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას წინამდებარე დადგენილების აღსრულებისათვის.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი