„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 26/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 050050000.48.065.016037
5
26/06/2024
ვებგვერდი, 27/06/2024
050050000.48.065.016037
„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის

ბრძანება  №5

2024 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (4048-XIVმს-Xმპ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საპატენტო კანონის 8​​1 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 050050000.48.065.016010) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო

ინსტრუქცია შემუშავებულია ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სასაქონლო, მომსახურების, კოლექტიურ და სასერტიფიკაციო ნიშნებზე განაცხადის წარდგენის, ექსპერტიზის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების, პროცედურული ვადების შეჩერების, გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა წესებს.“.

ბ) მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის „ა.ა“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) განაცხადს წარდგენილი სიმბოლოს სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციის შესახებ, განმცხადებლის სრულ სახელს/სახელწოდებას და მისამართს/იურიდიულ მისამართს (კოდი 731). თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – მის გვარს, სახელს, პირად ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სრულ საფოსტო მისამართს ინდექსის მითითებით, ქვეყნის დასახელებას, რომლის მოქალაქეც არის ან სადაც გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან აქვს მოქმედი საწარმო. იურიდიული პირის შემთხვევაში – მის სამართლებრივ ფორმას, სრულ სახელწოდებას, ქვეყანას (სადაც რეგისტრირებულია იურიდიული პირი), სრულ საფოსტო მისამართს ინდექსის მითითებით და საიდენტიფიკაციო ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“.

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა)   პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადი უნდა შეიცავდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს მკაფიო გამოსახულებას ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით. თუ სიმბოლო ბგერითია, მაშინ წარდგენილი ან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნეს აუდიოჩანაწერი და სანოტო ჩანაწერის ელექტრონული ვერსია.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მინდობილობა წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შესახებ საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს განაცხადის შეტანისას ან შეტანიდან 15  კალენდარული დღის ვადაში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ საქპატენტში განაცხადის შეტანიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარმომადგენელი/პატენტრწმუნებული წარადგენს მოთხოვნას ვადის გაგრძელების შესახებ და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს.“;

გ.გ)  მე-4  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განაცხადის საქპატენტში შეტანისას გადახდილი უნდა იქნეს:

ა) ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური. თუ განაცხადის შეტანიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ იქნა გადახდილი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასური, საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში გადაიხდება განაცხადით გათვალისწინებული კლასების წარდგენისათვის დადგენილ თანხაზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ ერთი კლასის წარდგენისათვის საკმარისი თანხა, ექსპერტიზა ტარდება განმცხადებლის მიერ შერჩეულ კლასებზე, ხოლო ასეთი შერჩევის არარსებობის შემთხვევაში, პირველ იმდენ კლასზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური;

ბ) საკონვენციო ან/და საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნისთვის დადგენილი საფასური, თუ მოითხოვება ასეთი პრიორიტეტი. განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღიდან ერთი თვის ვადაში საკონვენციო ან/და საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნისთვის დადგენილი საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, პრიორიტეტი დადგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.“;

გ.დ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„8. თუ განაცხადი შეტანილია კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო ნიშანზე, კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა.

9. თუ განაცხადი შეტანილია გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე, მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-9​quinquies მუხლის შესაბამისად, ეროვნული განაცხადის შეტანისას ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ისმოს მიერ დამოწმებული საბუთი, რომლითაც დასტურდება, რომ საერთაშორისო რეგისტრაცია გაუქმებამდე ვრცელდებოდა საქართველოზე, და გადაიხადოს დადგენილი საფასური. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ნიშნის რეგისტრაცია არ ვრცელდებოდა საქართველოზე, პრიორიტეტი დადგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.“.

დ) მე-8 მუხლის:

დ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმცხადებლის სახელის და გვარის (სახელწოდების) ცვლილების შემთხვევაში საქპატენტს წარედგინება ამ ცვლილების დამადასტურებელი საბუთი. თუ საბუთი წარდგენილია წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ, განცხადებას თან უნდა ახლდეს მოქმედი განმცხადებლის მიერ სათანადო წესით გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული საბუთი საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს ცვლილების მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენისას ან მისი წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ 15 კალენდარული დღის ვადაში წარმომადგენელი/პატენტრწმუნებული საქპატენტს წარუდგენს განცხადებას ვადის გაგრძელების შესახებ და გადაიხდის დადგენილ საფასურს. აღნიშნულ ვადებში მინდობილობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება არ აისახება განაცხადში.“;

დ.ბ)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მინდობილობა საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს განაცხადზე უფლების გადაცემის ხელშეკრულების საქპატენტში წარდგენისას ან მისი წარდგენიდან 15 კალენდარული ვადაში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ 15 კალენდარული დღის ვადაში წარმომადგენელი/პატენტრწმუნებული საქპატენტს წარუდგენს განცხადებას ვადის გაგრძელების შესახებ და გადაიხდის დადგენილ საფასურს. აღნიშნულ ვადებში მინდობილობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება არ აისახება განაცხადში.“.

ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. განაცხადის გაყოფა და გაერთიანება

1. განაცხადი, რომელიც საქონლის ორ ან მეტ დასახელებას შეიცავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე შეიძლება გაიყოს ორ ან მეტ განაცხადად, პირველ განაცხადში არსებული საქონლის გადანაწილებით თითოეულ განაცხადზე. განაცხადებში საქონელი ისე უნდა გადანაწილდეს, რომ არ მოხდეს გამოყოფილი განაცხადების საქონლის ჩამონათვალს შორის გადაფარვა. გამოყოფილ განაცხადებს უნარჩუნდებათ პირველი განაცხადის შეტანის თარიღი.

2. განმცხადებელს უფლება აქვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე მოითხოვოს სხვადასხვა საქონლისათვის წარდგენილი იდენტური სასაქონლო ნიშნების ორი ან მეტი განაცხადის გაერთიანება. განაცხადების გაერთიანებისას თითოეულ განაცხადში მითითებულ საქონელს უნარჩუნდება შესაბამისი განაცხადის პრიორიტეტის თარიღი.

3. განაცხადის გაყოფა ან გაერთიანება დასაშვებია განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის სახელს და გვარს (სახელწოდებას), არსებობის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომერს/პირად ნომერს და მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ) განაცხადის საქმის/საქმეების ნომერს;

გ) განაცხადის გაყოფის ან გაერთიანების შესახებ მოთხოვნას;

დ) განაცხადის გაყოფის შემთხვევაში გასაყოფი საქონლის ჩამონათვალს შესაბამისი კლასების მითითებით.

4. განცხადების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში:

ა) გადახდილი უნდა იყოს განაცხადის გაყოფის ან გაერთიანებისათვის დადგენილი საფასური;

ბ) წარმოდგენილი უნდა იყოს მინდობილობა, თუ განცხადება შეტანილია წარმომადგენლის მიერ.

5. დადგენილი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქპატენტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა წარმოდგენილი განცხადება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. თუ სასაქონლო ნიშნის განაცხადის გაყოფის ან გაერთიანების შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეძლევა 15 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ .

7. გამოყოფილ ან გაერთიანებულ განაცხადზე რეგისტრაციის პროცედურა გრძელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და გადაიხდება ყველა შესაბამისი ქმედებისთვის დადგენილი საფასური.“.

ვ)  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადება განაცხადის განხილვის შეჩერების შესახებ წარედგინება საქპატენტს. განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადახდილი უნდა იქნეს განაცხადის განხილვის შეჩერებისთვის დადგენილი საფასური. განაცხადზე საქმისწარმოება ჩერდება საფასურის გადახდიდან ან განცხადების წარდგენიდან, იმ შემთხვევაში, თუ საფასური გადახდილ იქნა განცხადების წარდგენისას. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში განცხადება შეჩერების შესახებ დარჩება განუხილველი.“.

ზ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს სრულად აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ ინსტრუქციის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. საქპატენტს შეუძლია განმცხადებელს მოსთხოვოს ექსპერტიზისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია/მასალა. აღნიშნული საქპატენტს წარედგინება განმცხადებლისათვის შესაბამისი შეტყობინების ჩაბარების დღიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში. ამ ვადის  დარღვევის შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. განაცხადის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემთხვევაში ამ მუხლში მითითებულ შეტყობინებაზე პასუხი წარდგენილი უნდა იქნეს შეტყობინების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.“.

თ) მე-14 მუხლის:

თ.ა)  მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  თუ განაცხადი ეხება კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას და განაცხადის შეტანიდან 2 თვის ვადაში არ არის წარდგენილი შესაბამისი დებულება, განაცხადზე საქმისწარმოება წყდება და ამის თაობაზე ეცნობება განმცხადებელს.“;

თ.ბ) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) წარდგენილი საქონლის ჩამონათვალი არ არის კლასიფიცირებული საერთაშორისო კლასიფიკატორის შესაბამისად, ბუნდოვანი ან/და ზოგადია და მოითხოვს დაზუსტებას. საქპატენტის  მიერ განსაზღვრულ  ვადაში საქონლის ჩამონათვალის დაუზუსტებლობის შემთხვევაში საქპატენტი მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული საქონლის მიმართ განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ;“.

ი) მე-15 მუხლის:

ი.ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაპირისპირებული ნიშნის რეგისტრაციის გაუქმებიდან 6 თვის გასვლამდე დარჩენილი ვადით, თუ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის დაპირისპირებული ნიშნის რეგისტრაცია გაუქმებულია;“;

ი.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმისათვის, რომ დადგინდეს, არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ -„ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ/რეგისტრირებულ მცენარის ახალ ჯიშებს, გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ/რეგისტრირებულ დიზაინს, საქართველოში დაცულ/რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებს და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს.“.

კ) მე-16 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ კანონის მე-5 მუხლის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლების არსებობისას საქპატენტი მიიჩნევს, რომ დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნის ან/და დიზაინის განმცხადებელი ან მფლობელი ერთი და იგივე ან ერთმანეთთან სამართლებრივად დაკავშირებული პირია, განმცხადებელს აღნიშნულის შესახებ ეგზავნება წერილობითი შეტყობინება. შეტყობინების ჩაბარებიდან ორი თვის ვადაში პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქპატენტს გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება.

5. თუ არსებობს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის მოთხოვნის საფუძველი, ან საჭიროა განაცხადის მასალების დაზუსტება, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება. განმცხადებელი ვალდებულია მისთვის შეტყობინების ჩაბარების დღიდან 2 თვის ვადაში, ხოლო განაცხადის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემთხვევაში 15 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს პასუხი საქპატენტში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ განმცხადებელი საქპატენტში წარადგენს წერილობით მოთხოვნას ვადის გაგრძელების შესახებ შესაბამის 2-თვიან ან 15-დღიან  ვადაში და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში საქპატენტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოიტანს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.“;

ლ) მე-18 მუხლის:

ლ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაქონლო ნიშანზე, რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე, მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით, ტარდება მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზა ამ მუხლისა და ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. ასევე მოწმდება საქონლის ჩამონათვალის შესაბამისობა კანონის 111 მუხლის მოთხოვნებთან.“;

ლ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ განაცხადში წარმოდგენილი საქონლის ჩამონათვალი ბუნდოვანი და/ან ზოგადია, განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტის მიერ წერილობითი შეტყობინების ჩაბარებიდან 2 თვის ვადაში დააზუსტოს საქონლის ჩამონათვალი კანონის 111 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში „საქპატენტი“ მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული საქონლის მიმართ განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.“;

ლ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ არსებობს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტებისა და მე-5 მუხლის ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვის მოთხოვნის საფუძველი ან განაცხადის მასალები მოითხოვს დაზუსტებას, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება. განმცხადებელი ვალდებულია მისთვის შეტყობინების ჩაბარების დღიდან 2 თვის ვადაში წარადგინოს წერილობითი პასუხი საქპატენტში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ ის საქპატენტში წარადგენს წერილობით მოთხოვნას ვადის გაგრძელების შესახებ ზემოთ აღნიშნულ ორთვიან ვადაში და გადაიხდის ვადის გაგრძელებისთვის დადგენილ საფასურს. შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ამ პუნქტში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში საერთაშორისო ბიუროს ეგზავნება გადაწყვეტილება საქართველოში სასაქონლო ნიშნის დაცვაზე უარის შესახებ საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი ფორმით.“;

მ) მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში  სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ საქპატენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო პალატაში კანონით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.“;

ნ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ პუნქტი:

„ა1) გამოქვეყნების ნომერი;“;

ო) 24-ე მუხლის:

ო.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი საქპატენტში შეიტანს განცხადებას ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ, აღნიშნული ცვლილებები რეესტრში შედის ცვლილებების შეტანისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში. საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში განცხადების შეტანიდან 10 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებული ცვლილებები დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სასაქონლო ნიშნის უმნიშვნელო ცვლილება ან საქონლის ჩამონათვალის შეზღუდვა/დაზუსტება.“;

ო.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეესტრში შეტანილი ცვლილებები ქვეყნდება მომდევნო ბიულეტენში.

 4. სასაქონლო ნიშანზე უფლების გადაცემის შემთხვევაში საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ, გადაცემის შესახებ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე ხდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა რეესტრში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში განცხადების შეტანიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“;

ო.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელმა დააგირავა სასაქონლო ნიშანი ან/და გასცა ლიცენზია მის გამოყენებაზე, გირავნობის ან/და სალიცენზიო ხელშეკრულება რეგისტრირდება და შესაბამისი მონაცემები შეიტანება რეესტრში გირავნობის ან/და სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში განცხადების შეტანიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. თუ გირავნობის ან/და სალიცენზიო ხელშეკრულება საქპატენტს წარედგინება წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ, ხელშეკრულებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ერთ-ერთი მხარის მიერ გაცემული მინდობილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა რჩება განუხილველი.“;

პ) 231 მუხლის შემდეგ დაემატოს 232 მუხლი:

მუხლი 232 სასაქონლო ნიშნის დაყოფა და დაყოფილი ნიშნის გაერთიანება

1.სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნით სასაქონლო ნიშანი შეიძლება დაიყოს ორ ან მეტ იდენტურ სასაქონლო ნიშნად დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომრების მინიჭებით, იმ პირობით, რომ არ მოხდეს დაყოფილი სასაქონლო ნიშნების საქონლის ჩამონათვალს შორის გადაფარვა.

2. სასაქონლო ნიშნის მფლობელის განცხადება სასაქონლო ნიშნის დაყოფის თაობაზე უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის სახელს და გვარს (სახელწოდებას), არსებობის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომერს/პირად ნომერს და მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ)  სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნომერს და თარიღს;

გ) სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ მოთხოვნას;

დ) დასაყოფი საქონლის ჩამონათვალს შესაბამისი კლასების მითითებით.

3. სასაქონლო ნიშნის დაყოფისათვის დადგენილი საფასური გადახდილი უნდა იყოს განცხადების წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. 

4. საქპატენტი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა სასაქონლო ნიშნების დაყოფის შესახებ განცხადება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. თუ ხდება დაყოფილი სასაქონლო ნიშნების საქონლის ჩამონათვალს შორის გადაფარვა ან განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტი ნიშნის მფლობელს განუსაზღვრავს 15 სამუშაო დღის ვადას  ხარვეზის აღმოფხვრისთვის.

5. სასაქონლო ნიშნის დაყოფის თაობაზე განცხადების შეტანამდე გადახდილი ყველა საფასური და ყველა შეტანილი მოთხოვნა წარდგენილად ითვლება თითოეული დაყოფილი სასაქონლო ნიშნისთვის.

6. დაყოფის საფუძველზე წარმოშობილ სასაქონლო ნიშნებს უნარჩუნდებათ თავდაპირველი სასაქონლო ნიშნის შეტანისა და პრიორიტეტის თარიღი.

7. სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი მონაცემების რეესტრში ასახვის დღიდან, ქვეყნდება ბიულეტენში და გაიცემა მოწმობა.

8. დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში, დაყოფილი სასაქონლო ნიშნები, რომელთა რეგისტრაციაც ძალაშია, შესაძლებელია გაერთიანდეს ერთ სასაქონლო ნიშნად, თუ ორივე სასაქონლო ნიშნის მფლობელი ისევ ერთი და იგივე პირია.

9. დაყოფილი სასაქონლო ნიშნების გაერთიანების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის სახელს და გვარს (სახელწოდებას), არსებობის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომერს/პირად ნომერს და მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ)  სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ნომერს და თარიღს;

გ) სასაქონლო ნიშნების გაერთიანების შესახებ მოთხოვნას.

10. სასაქონლო ნიშნის გაერთიანებისთვის დადგენილი საფასური გადახდილი უნდა იყოს განცხადების წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. 

11. საქპატენტი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დაყოფილი სასაქონლო ნიშნების გაერთიანების შესახებ განცხადება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტი ნიშნის მფლობელს განუსაზღვრავს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოფხვრისთვის.

12. დაყოფილი სასაქონლო ნიშნის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი მონაცემების რეესტრში ასახვის დღიდან და გაიცემა   მოწმობა.

13. თუ სასაქონლო ნიშნის დაყოფის ან გაერთიანების შესახებ განცხადება წარმოდგენილია წარმომადგენლის მიერ, განცხადების წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილი უნდა იყოს მინდობილობა.

14. ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-10, მე-11 და მე-13 პუნქტებში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ.“.

ჟ) 241 მუხლის მე-3 და მე- 4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასაქონლო ნიშნის მოწმობის დუბლიკატის მოთხოვნისათვის დადგენილი საფასური გადახდილი უნდა იქნეს მიმართვიდან 15 კალენდარული ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.

4. საქპატენტი დუბლიკატს გასცემს საფასურის გადახდიდან 15 კალენდარული დღის ვადაში იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ძალაშია.“;

რ) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. კოლექტიური ნიშნისა და სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაცია

კოლექტიური და სასერტიფიკაციო ნიშნების რეგისტრაციისათვის გამოიყენება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის დადგენილი წესები, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

2. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული განაცხადის ბლანკის ფორმა ჩამოყალიბდეს თანდართული სახით (დანართი №2). 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქპატენტის თავმჯდომარესოსო გიორგაძე