„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.114.016519
12
26/06/2024
ვებგვერდი, 27/06/2024
210070000.35.114.016519
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2024 წლის 26 ივნისი

დაბა ჩოხატაური

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02.03.2017; სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.114.016331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მოსაკრებლის ოდენობა

1. მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის:

ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის, გარდა დაბა ბახმაროს ადმინისტრაციული ერთეულისა – 2  ლარს;

ბ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს ადმინისტრაციული ერთეულში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის –  4  ლარს;

გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 11  ლარს;

დ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისათვის –  10  ლარს;

ე) ამ მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობა ნახევრდება დემონტაჟის დროს.

2. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის შეადგენს 1  ლარს.

3. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს II კლასის ობიექტებისთვის − 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარს, IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს.

4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსაკრებელი გამოიანგარიშება ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის (კვადრატული მეტრობით) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე, ხოლო დემონტაჟის დროს − დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის (კვადრატული მეტრობით)  გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.

5. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

6. მოსაკრებელი არ გადაიხდება, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის  მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს;

გ) დადგენილებით დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს მე-9 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა 2025 წლამდე

1. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  „გ“  ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა  2025 წლის 1 იანვრამდე შეადგენს 9 ლარს.

2. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“  ქვეპუნქტით  განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა 2025 წლის 1 იანვრამდე შეადგენს 8 ლარს.“.

მუხლი 2
თუ ნებართვის გაცემის მიზნით განცხადება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში წარმოდგენილია ამ დადგენილების ამოქმედებამდე, გამოიყენება განცხადების შემოტანის მომენტისთვის მოქმედი სამართლებრივი აქტით დადგენილი მოთხოვნები და წესები.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კუჭავა