დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016518 |
|
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №35 დადგენილებაში ((www.matsne.gov.ge, 27/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.114.016361):
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსი; ბ) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება; გ) ინფრასტრუქტურის განყოფილება; დ) სამსახურის თანამშრომლები – საჯარო მოსამსახურეები.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს 4 1 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობას; ბ) პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადებას და ინიციატივების გამოჩენას დასახლებების იერსახის გაუმჯობესების მიზნით; გ) შენობების ფასადების არქიტექტურული იერსახის განსაზღვრას; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე) მიწათსარგებლობის შესახებ წინადადებათა მომზადებას, მშენებლობებისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების დანიშნულებით გამოყენებაზე ქმედითი კონტროლის განხორციელებას; ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; ვ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავების თაობაზე წინადადებების მომზადებას; ზ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას; თ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას; ი) მშენებლობის ნებართვის გასაცემად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და შენობა-ნაგებობების კლასების მიხედვით მშენებლობის ნებართვების გაცემის თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილებების მიღებას ისეთი პროექტების, განცხადებების შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებენ კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემას; ლ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; მ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; ნ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენის და შეცვლის შესახებ; ო) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა/შესწავლას და მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას; პ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიწის ნაკვეთების დაყოფა-გაერთიანების შესახებ განცხადებების განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში არქიტექტურული საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულებას, განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას; რ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები