დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.113.016519 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2023, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.113.016505) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გამონაკლის შემთხვევაში – პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯების დაფინანსება, რომელიც ხორციელედება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტისათვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერის მიერ შექმნილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების განყოფილების სამუშაო ჯგუფი/კომისია. ა) მომსახურების სარგებლობის უფლება ენიჭებათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს სადაც მისი ერთ-ერთი მშობელიც რეგისტრირებული უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში; ბ) ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურების ღირებულების (წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით) 80%, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა; გ) კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია ბენეფიციარისთვის შესაბამისი თანხა, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადაეცეს ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს.“. 2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტების მომსახურებას ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში, ბიუჯეტი განისაზღვრება სპეციალისტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, ტერიტორიული პრინციპით, თითოეულ განხორციელებულ ვიზიტზე (3 - 7 ლარი) 12 თვის განმავლობაში, თვეში არაუმეტეს 8 ვიზიტს ერთ ბენეფიციართან, ჯამში 30240 ლარის ოდენობით;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები